LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ადრე სიდედრი დაუჭრია… საბუთიანი გიჟია. თურმე იცინოდა – ჯამბული მოვკალიო და მეზობლებმა არ დაუჯერეს” – აბედათში მომხდარი მკვლელობის დეტალები

“ადრე სიდედრი დაუჭრია… საბუთიანი გიჟია. თურმე იცინოდა – ჯამბული მოვკალიო და მეზობლებმა არ დაუჯერეს” – აბედათში მომხდარი მკვლელობის დეტალები

დაპოსტა 2024/08/26-ში
A A
362
ნახვა
გაზიარება

მკვლელობა მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბედათში ამ დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მალხაზ კვიტატიანმა მეზობელი, ჯამბულ კინტირაია სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. მამაკაცი ამ წუთებში ექსპერტიზაზეა გადასვენებული და მის ცხედარს ექსპერტიზის შემდეგ საკუთარ სახლში მიასვენებენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი მეზობლები არიან და მათ შორის ადრე კონფლიქტი არ ყოფილა. მკვლელობის მიზეზად ურთიერშელაპარაკება სახელდება. სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ბრალდებული და უწყებამ ინფორმაციაც გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მალხაზ კვიტატიანი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები 1964 წელს დაბადებული ჯ.კ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

“მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კვიტატიანია. მან მოკლა მეზობელი ჯამბულ კინტირაია, ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ, მათ შორის კონფლიქტზე ადრე არაფერი მსმენია, მკვლელობის მიზეზი არ ვიცით. ამ დილით მოხდა დანაშაული, ჯერ ცხედარი არ არის მოსვენებული. სხვას ვერაფერს გეტყვით. რა და როგორ მოხდა, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ.

როგორც ამბობენ, სახლში მოკლა, თავის ეზოში მყოფს ესროლა სანადირო თოფიდან. ცუდს ვერცერთზე ვერ ვიტყვი, რა მოუვიდათ და რატომ მივიდნენ აქამდე, არ ვიცი. გამოძიება დაადგენს მიზეზს.

როგორც მეზობლები ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მე ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ასე ახლოს არ ვიცნობდი და არ მქონდა ურთიერთობა.

ადრე, წლების წინ სიდედრი დაუჭრია. ახლა გავიგე ესეც. ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ მასთან არ ცხოვრობენ. ვიცი, რომ მარტო ცხოვრობს. შემთხვევის ადგილზე ისეთი მძიმე სიტუაცია იყო, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, სხვას ვერაფერს გეტყვით, დეტალებს დაადგენს გამოძიება”, – ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ აბედათში ქალბატონი მანანა გულუა.

მოკლულ ჯამბულ კინტირაიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

“დილის 6 საათზე მოხდა ეს ამბავი. ამ დილით ჩემი ძმა სიგარეტს ახვევდა, აივანზე იჯდა და ამ დროს ტყვია ესროლეს. იცოდნენ, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ჩემს ძმას ეცოდებოდა, ყველამ იცის ამის ამბავი. სიდედრი დაჭრა, პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას და იმის ბრალია. ციხეშიც არის ნამყოფი, დედ-მამასაც გამოეკიდა და დატოვეს სოფელი, კანონი არ არსებობს, თორემ მის ხელში როგორ უნდა აღმოჩენილიყო იარაღი? თოფით დადიოდა ქუჩაში, საბუთიანი გიჟია. გიჟს რად უნდოდა თოფი. ჩემი ძმა აჭმევდა, ასმევდა, რადგან მარტო იყო დაგდებული სახლში და ეცოდებოდა. სახლში, თავის აივანზე მყოფი მოკლა. მითხარით, გაუფორმებელი თოფი როგორ აღმოჩნდა გიჟის ხელში? 60 წლის კაცი რომ მოკლა ასე სასტიკად?”, – კითხულობს მოკლულის და.

“ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, ძალიან განვიცდი და თანავუგრძნობ ოჯახს. სამძიმარზე რომ მივედი, უმძიმესი სურათი დამხვდა. ჯამბული თავისი სახლის აივანზე სისხლში მოსვრილი იწვა. პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობდნენ იქ და არავის უშვებდნენ. ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი და ყელზე აქვს ჭრილობა, ადგილზეა გარდაცვლილი. სისხლის შხეფები ახლაც ეტყობა შემთხვევის ადგილს.

ძალიან კარგი ადამიანი იყო ჯამბული. ძალიან კეთილი, შრომისმოყვარე, მეოჯახე. სულ შრომაში იყო. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სოფელში. შვილები თბილისში მუშაობენ. თავის სახლში ჰყავს მოკლული. დილით ადრე დგებოდა ჯამბული, ამ დროს მისულა მის სახლში თოფით შეიარაღებული, ეზოში შესულა და გაუსვრია. ერთი ტყვიით მოკლა.

მათ შორის არასოდეს გამიგია, რომ რაიმე კონფლიქტი ყოფილიყო. ჯამბული ზრუნავდა მასზე, ეცოდებოდა მარტო რომ იყო, თან ავადმყოფი და 24 საათი ერთად იყვნენ. საყიდლები იყო, ბაზარში წასვლა, ყველგან დაყვებოდა და ყველანაირად ხელს უწყობდა. ვერ გამიგია, რატომ უნდა ჰქონოდა მას ჯამბულისთან პრობლემა. ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, როგორც ვიცი, მაგრამ მე პირადად არ დამინახავს რაიმე გამოვლინებები.

როგორც ვიცი, ბოლო დროს სასმელსაც ხშირად სვამდა, ეს ამბავიც ჯამბულისგან ვიცი. მითხრა, ცოდვაა, მოკვდება ეს საცოდავი ასე, ექიმთან უნდა წავიყვანოო. დახმარებოდა უნდოდა. თვითონ მალხაზი, ბრალდებული ყოველთვის მარტო იყო სახლში. ცოლს გაშორებულია. მისი დედ-მამა ჩხორიწყუში ცხოვრობენ წლებია და სახლში კარგა ხანია მარტოა. სიდედრი წლების წინ დაჭრა, მაგრამ ციხეში არ იყო, ფსიქიატრიულში მოათავსეს მგონი მაშინ. დედმამიშვილები ჰყავს, მაგრამ მათ თავიანთი ოჯახები აქვთ. ჯამბულის ეცოდებოდა და ამიტომ ზრუნავდა, ნორმალურად ექცეოდა, საჭმელს აჭმევდა, ამ დილით რა მოხდა, არ ვიცი.

თქვენს, რომ ამ დილით თოფით დადიოდაო, ეტყობა რაღაცაზე გაღიზიანებული იყო. მე პირადად, არ ვიცოდი თოფი რომ ჰქონდა. მე რომ მივედი უკვე პოლიცია იყო მისული, ჯამბული გარეთ აივანზე იყო დასვენებული შესვლაც აკრძალული იყო, მუშაობდნენ კრიმინალისტები და პოლიციელები. სისხლიანი იყო კედელი. ტყვიას სახლის წინა კედელიც გახვრეტილი ჰქონდა. ყელის არეში აქვს მიყენებული ერთი ჭრილობა, მერე წასულა იქიდან, ქვედა ქუჩას გაჰყოლია და თურმე იცინოდა, მეზობლებისთვის უთქვამს, ჯამბული მოვკალიო, არ დაუჯერეს. მერე ისევ უკან მობრუნებულა, ამასობაში პოლიციაც მოვიდა და დაიჭირეს. მართლა ძალიან განვიცდით ყველანი. დილის 6 საათზე დგებოდა, მეუღლეს ეძინა ამ დროს და ეს საშინელება დატრალდა. 200 მეტრია მათ სახლებს შორის დაშორება, მასზე მზრუნველი ჯამბული მოკლა. როგორ მენანება, კიდევ არ მჯერა, შოკში ვარ, ისეთი კარგი ადამიანია გარდაცვლილი”, – ამბობს მეზობელი…

გაზიარება145

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"