LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა

“ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე” – სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2025/02/18-ში
A A
52
ნახვა
გაზიარება

ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვე „ოცნების“ მიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აეროპორტში მასზე განხორციელებულ თავდასხმას, კერძოდ კვერცხების სროლის ფაქტს ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება.

მან თავდასხმა შეაფასა “პატარა კაცების პატარა ბოღლად” და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ვერ მართავს საქართველოს და ერთადერთი, რასაც აკეთებს და შეუძლია რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლაა.

„ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვე „ოცნების“ მიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ მე კი არა, სახელმწიფოს არ სცემენ პატივს. ამ შემთხვევაში მე ვარ სიმბოლო, რასაც ებრძვის „ქართული ოცნება“ – ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას, ეს უკვე ძალიან დიდი ხანია დაავიწყდათ, საქართველოს სურათს მსოფლიოში. იმ დროს, როცა მიმიღეს მიუნხენში, ამერიკაში თუ პარიზში, ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა ხდება და რატომ ხედება. რეალურად ამას ვხსნიდი მე უცხოეთში, რასაც ღალატს ეძახიან, რომ საქართველო ამაზე ბევრად მეტია, რომ საქართველოა ამაზე ბევრად დიდია და ესენი ვერ მარტავენ საქართველოს, აღარც იციან რას ნიშნავს ქვეყნის მართვა და მმართველობა, ერთადერთი, რასაც აკეთებენ და შეუძლიათ არის რეპრესიული ზომების ერთიმეორეს მერე მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ სიტყვა ხელისუფლება არ მიყვარს ამათ შემთხვევაში, აღარ არიან ხელისუფლება, ესენი არიან რეჟიმი. სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, ასე იქცევიან. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მაშინ მე არ ვიცი რისი ნიშანია.

ჩემი დღევანდელი მოწოდებაა საზოგადოებისთვის, რომელიც ღელავს და გასაგებია, რომ ღელავს, რადგან რაღაც არის რაც არავინ არ უნდა იკადროს, მაგრამ ესენი ყველაფერს კადრულობენ. მინდა მადლობა მოვახსენო საზოგადოებას გამოთქმული სოლიდარობისთვის, ასევე ჩვენს უცხოელ პატრიოტებს, საიდანაც წამოვიდა დიდი მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ავნებს ცხადია საქართველოს გარეთ იმიჯს, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ რანაირად შეიძლება ტურიზმზე რამე ვთქვათ, როცა აეროპორტში უსაფრთხოება არ არის დაცული. არც გუშინ წინ, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, „ოცნების“ ყოფილ პრემიერ, არც მაშინ არ იყო პოლიცია არსად და არც ამ დილით. ამ დილით უკვე ვიცოდით, ხომ იყო გავრცელებული, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ, მე თუ ვიცოდი, ყველამ იცოდა და თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული. იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებული უყურებდნენ, რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში. სახელმწიფო არსებობს, როცა წესრიგი და უსაფრთხოება დაცულია ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავისი პოლიტიკური ხედვის გამო თუნდაც არ მოგწონს. სახელმწიფოს გვიკარგავენ დღითი დღე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ და ხალხი დგას, მე მათთან ერთად ვარ, თუნდაც როცა არ ვარ ქვეყანაში. არავინ იფიქროს, რომ ამის გამო მე არ წავალ და არ წამოვალ, სადაც საჭირო იქნება იქ წავალ და იქიდან ჩამოვალ იმიტომ, რომ ჩემი მოვალეობაა, ვიყო ხალხის ხმა და გამამხნევებელი, რათა გაგრძელდეს პროტესტი. ეს იქნება ბოლომდე, ბოლომდე მათთვის და ბოლომდე ჩემთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
როგორი იქნება 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მთავარი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის   ვერძი დღეს ენერგიული და მიზანდასახული იქნებით. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას სიჩქარეს მოერიდეთ. საღამოს ახლობელ ადამიანთან სასიამოვნო საუბარი გელით.  ...

დაწვრილებითDetails

დააკავეს სამი ე.წ. კანონიერი ქურდი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

აფხაზეთში სამი „კანონიერი ქურდი“ რაულ ბარცბა (მეტსახელად „პიზა“), სტანისლავ ციშბა (მეტსახელად „პაკა“) და გია მეფორია დააკავეს. ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. ვრცელდება დაკავებული „კრიმინალური ავტორიტეტების“ ფოტოებიც.

დაწვრილებითDetails

ცნობილი მოდელი პოლონეტში, ტბაში იპოვეს გარდაცვლილი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

24 წლის მოდელისა და მომღერლის, ჯესიკა იარიკრეს ცხედარი, რომელიც 13 ივლისს გაუჩინარდა, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, საკუთარი სახლის მახლობლად ტბაში იპოვეს.   იარიკრე ბოლოს საღამოს, კუნიცკის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში ნახეს....

დაწვრილებითDetails

ირმა ქურასბედიანი ნატა ვიბლიანს ლექსს უძღვნის

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ირმა ქურასბედიანი ნატა ვიბლიანს ლექსს უძღვნის
მთავარი

პოეტმა ირმა ქურასბედიანმა ნატა ვიბლიანს ლექსი მიუძღვნა ,,ჩემი სოლიდარობა ნატა ვიბლიანს" რახანია შენს დიდ ტკივილს ამბად ვისმენ ნატა, კიდე უფრო მეტად ვწუხვარ, მეც სვანი ვარ რადგან. დღემდე როგორ მოაღწიე, როგორ...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა იმატებს – როგორი ამინდი გველოდება

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქვეყნის დიდ ნაწილში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღისით ჰაერის...

დაწვრილებითDetails

თოფიდან რამდენჯერმე ესროლა ყოფილ მეუღლეს და ერთ პირს – რა მოხდა თერჯოლაში

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს – რას წერს ბუნდესლიგა ბუდუ ზივზივაძეზე

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია ბუდუ ზივზივაძეზე
მთავარი

ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი, მეორე ბუნდესლიგის პოტენციური ბომბარდირების შესახებ წერს და სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი შემტევი, ბუდუ ზივზივაძეც მოხვდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 32 წლის შემტევი ბომბარდირობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი...

დაწვრილებითDetails

ყველაზე დიდია კოლხეთში – ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ყველაზე დიდია კოლხეთში – ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
მთავარი

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს -  ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს: "ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა, ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების...

დაწვრილებითDetails

პატარა გაბრიელის დედა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
პატარა გაბრიელის დედა ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, პატარა უკვე პალატაშია და თავს კარგად გრძნობს. „ყველაზე ტკბილი და პატარა ადამიანი. ჩვენ უკვე პალატაში ვართ“, – წერს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"