LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში ასახულია პროგრესი – ნათია მეზვრიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში ასახულია პროგრესი – ნათია მეზვრიშვილი

დაპოსტა 2019/10/18-ში
A A
182
ნახვა
გაზიარება

საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს დამოუკიდებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დადებითად არის შეფასებული  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შექმნა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა და ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებები ადამიანის უფლებების საკითხებზე, სწორედ ასეთი ანგარიშის პრეზენტაცია იმართება დღეს. საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შექმნა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვა, ვგულისხმობ სამოხელეო დანაშაულს. ისეთი, როგორიც არის ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ისეთი როგორიც არის მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, არის გარკვეული გამოწვევები და არის გარკვეული შენიშვნებიც ამ ანგარიშში, თუმცა ჩვენ ამ შენიშვნებს არ გავურბივართ, პირიქით, ასეთი დამოუკიდებელი შეფასებები და მათ შორის მწვავე კრიტიკული მოსაზრებები გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ პროგრესისკენ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მოლოდინები და უახლოეს მომავალში ეს საბჭო აუცილებლად განახლდება.

„ერთი, რაც შემიძლია ცალსახად განვაცხადო და ეს კონფერენციაზეც აღინიშნა, დიდი ხანია, საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მოლოდინები არსებობს, ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ეს საბჭო აუცილებლად განახლდება უახლოეს მომავალში და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენ ერთად შევკრიბოთ საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო უწყებები და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით რა გამოწვევებიც გვაქვს, ამაზე ვიმსჯელოთ და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტები და ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თეგები: ადამიანის უფლებებინათია მეზვრიშვილი
გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის მდინარიდან ამოყვანის ოპერაცია. ინფორმაციას ,,თაიმერი" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის საქემზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი  “ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა.“ მისი თქმით, ის რომ...

დაწვრილებითDetails

ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან
მთავარი

"ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე... ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს... დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო..." - 6...

დაწვრილებითDetails

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა
მთავარი

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 7 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებსაღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
მთავარი

ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა- ინფორმაციას TOK2Region ავრცელებს. შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია ხობში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდი­ნა­რე ხო­ბის­წყალ­ში დედა-შვი­ლი და­იხ­რჩო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნი დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა, დე­დამ გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, თუმ­ცა დი­ნე­ბამ ისიც გა­ი­ტა­ცა. ბავ­შვის ცხე­და­რი ად­გი­ლობ­რივ­მა იპო­ვა და მდი­ნა­რი­დან ამო­ას­ვე­ნა. დე­დის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე...

დაწვრილებითDetails

მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
მდინარემ ავტომობილი გაიტაცა-მაშველები მამაკაცს ეძებენ
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება – “მედიის ადვოკატირების კოალიცია”

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
მზია ამაღლობელი 2 000 ლარით დააჯარიმეს
მთავარი

"6 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" სასამართლომ მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მედიის ადვოკატირების კოალიცია" წერს და დაკავებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს. ორგანიზაცია...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის წარმომადგენლობა – მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
არ გავურბივარ პასუხისმგებლობას – მზია ამაღლობელი
მთავარი

ზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ზე წერს. „მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი გმობს მის წინააღმდეგ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"