მინდა გამოვეხმაურო, გუშინ, საკომიტეტო მოსმენაზე მომხდარ ფაქტს. ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა. ძალადობის ამ ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს. მამუკა მდინარაძემ ამ აგრესიასა და თავდასხმას უკვე უპასუხა ღირსეულად. აჩვენა, რომ ქვეყანა არის უპირველესი და ის, რაც ჩვენ გვევალება და ამომრჩეველმა დაგვავალა, არის უპირველესი. არა პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი. მან უკვე გასცა ამას პასუხი, მაგრამ მეც მინდა გამოვეხმაურო მომხდარს. ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ალეკო ელისაშვილმა ბავშვებს, როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში, რა მაგალითი მისცა ჩვენს მტრებსაც, ვისაც პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდებათ? მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო!“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული მედიკამენტები შემოჰქონდათ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეთადონის“ და ფსიქოტროპული...










