“დედას სიმსივნე აქვს. შვილი ბიძას ყავს საყულიაში და ხელი 3ჯერ მოტყდა ამ ბავშვს და გამონადენი აქვს ხელიდან. მონურად ყოლია ბიძამისს როგორც მეზობლები საუბრობენ. სულ მალე ტელევიზიებიც ჩავა და გააშუქებენ ამ ყველაფერს. მალე მოგაწვდით ახალ ინფორმაციებს.
სიკეთის ქალაქიც ჩასულა ამ ოჯახთან და ვიდეოსაც მალე დადებენ.” – წერს საქველმოქმედო ორგანიზაციის “მძიმე ჯვარი” დამფუძნებელი ზურა ორმოცაძე სოფელ სულორში ჩამონგრეული სახლში მცხოვრებ ოჯახზე.
სახლის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაცია სწორედ ზურა ორმოცაძემ გაავრცელა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში მცხოვრებ დვალიშვილების ოჯახს სახლი ჩამოენგრა. 4 სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.
“22 სექტემბერს მივდივართ. მსურველებმა შეგვეხმიანეთ. სანამ სახლი ჩამოინგრეოდა ასეთნაირად ვაპირებდი დაწერას: ვანის რაიონი, სოფელი სულორი. ამ სახლში ცხოვრობს დვალიშვილების 4-სულიანი ოჯახი. 5 თვეა, რაც ამ მდგომარეობაშია სახლი. სახურავი ფაქტიურად არა აქვს. ნუ არც კედლები. 1 შვილი ბიძამისს ჰყავს წაყვანილი. როგორც ამბობენ, არ უშვებს და მონასავით ამუშავებს და სცემსო. ჩვენ შეგვიძლია ამ ოჯახის დახმარება. გავერთიანდეთ. გააზიარეთ მაინც თუ ვერ დაეხმარებით,” – წერს ორმოცაძე.
როგორც “მეგა ტვ”-ს ოჯახის ნათესავმა აცნობა სახლს 2 თვის წინ , ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა, შემდეგ კი წვიმებისგან დაზიანდა. მისივე თქმით ოჯახი სოციალურ დახმარებაზეა დარჩენილი.
“ოჯახში ერთი ონკოლოგიური ავადმყოფია, 1 სტუდენტი, ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ოჯახის უფროსს მუშაობა არ შეუძლია. 2 თვეა პირდებიან დახმარებას და არავინ არ დახმარებია.” – ამბობს ოჯახის ახლობელი.