LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ძალიან დიდი პოტენციალი იკარგება – რა ხდება იმერეთში

ძალიან დიდი პოტენციალი იკარგება – რა ხდება იმერეთში

დაპოსტა 2024/07/23-ში
A A
32
ნახვა
გაზიარება

იმერეთში სათევზაო მეურნეობისთვის საჭირო ტერიტორიები ბევრია, თუმცა მათი გამოყენება ვერ ხდება, შესაბამისად, მესაკუთრეები მის გასხვისებაზე ფიქრობენ. ამის შესახებ შპს „ბაში 2006“-ის თანადამფუძნებელმა ირაკლი სულაქველიძემ “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

ეს არის სათევზაო მეურნეობა, რომელიც, 2006 წელს დაფუძნდა, თუმცა, ამ დროისთვის ბიზნეს საქმიანობა გაჩერებული აქვს.

როგორც ირაკლი სულაქველიძე ამბობს, სათევზაო ტურიზმის განვითარების კუთხით, ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა, ხელისშემწყობი ფაქტორების ნაკლებობაა. კერძოდ, მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობთ, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, აკრძალულია უცხოელი ინვესტორის შემოყვანა, სახელმწიფოს კი დამხმარე პროექტები არ აქვს. შესაბამისად რესურსი, რომელიც არსებობს, გამოუყენებელი რჩება.

მეტიც, ირაკლი სულაქველიძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში სათევზაო მეურნეობისთვის საჭირო ტერიტორიებს, მეპატრონეები აუთვისებლობის გამო ყიდიან.

„ჩვენი სათევზაო მეურნეობა არის სამტრედიის რაიონში. ეს არის სოფელი ბაში, ქუთაისის აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს. ეს იყო გრძელვადიანი იჯარა, რომელიც 2006 წელს 5-მა მეწილემ გამოვისყიდეთ. ეს ადგილი მოიცავს 4 ტბას, ჯამში არის 160 000 კვ.მ. თავიდან ძალიან კარგად დავიწყეთ მუშაობა. დავსახეთ ბიზნეს გეგმა, გვინდოდა გაგვეკეთებინა, როგორც სათევზაო ტურიზმისთვის განკუთვნილი მეურნეობა, ვაპირებდით, იმერული ოდების ჩადგმას, თავისი საპიკნიკე ადგილებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. უცხოელი ტურისტების მოზიდვა გვქონდა გეგმაში, მაგრამ 2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, წავიდა ეკონომიკური კრიზისი, ბანკებმა შეაჩერეს ყველანაირი დაფინანსება და ჩვენი პროექტიც გაჩერდა.

გვაქვს მხოლოდ ტბები, თუმცა რომ არ დაჭაობდეს, წყლისგან დავცალეთ, როგორც კი გამოჩნდება ვარიანტი, რომ სათევზაო ტურიზმით ვინმე დაინტერესდება, ჩვენ შეგვიძლია დავაწყოთ ამ აუზების შევსება, 4 ტბაა, თითო 40 000 კვ.მ თევზსაც მოვაშენებთ ძალიან მარტივად. თავიდან, 4-5 სახის თევზი გვყავდა გაშვებული.

ჩვენ ინტენსიურად ვაკვირდებოდით სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებს, რომ იქნებ რამე საჩვენო გამოჩნდეს, მაგრამ სათევზაო ტურიზმთან დაკავშირებით არაფერი ყოფილა. მხოლოდ საკალმახეებზე იყო.

რაც შეეხება კერძო ინვესტორებს, უცხოელებიდან იყო წამოსული დაინტერესება, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები უცხოელზე არ გაიყიდება და ვერც წილში შემოიყვან უცხოელს. ამ ფაქტორმა ძალიან შეგვიშალა ხელი, თორემ ძალიან საინტერესო შემოთავაზებები იყო გერმანიის, თურქეთის, ირანის მოქალაქეების მხრიდან, მაგრამ წილში ვერ შემოვიყვანეთ. არადა, ძალიან პერსპექტიული საქმიანობაა, გერმანელების მხრიდან იყო დიდი დაინტერესება სათევზაო ტურიზმთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ევროკავშირის ქვეყნებში ეს ძალიან ძვირია, თან ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენებია და მოსახერხებელი ადგილია.

ძალიან დიდი პოტენციალი იკარგება, იმერეთში თევზის მეურნეობისთვის საჭირო ტერიტორიები ძალიან ბევრია, მაგრამ ყველა ცდილობს გაყიდოს. იმიტომ, რომ ვერ მართავენ, ფინანსები არ აქვთ. სახელმწიფოსგან ძალიან გჭირდება ხელის შეწყობა. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული უცხო ქვეყნიდან ზღვის პროდუქტების იმპორტზე. ასეთი მეურნეობების ჩამოყალიბება ძალიან განავითარებდა სექტორს. თუნდაც საგრანტო კონკურსები რომ ყოფილიყო, ესეც დიდი ხელშეწყობა იქნებოდა“,- ამბობს ირაკლი სულაქველიძე.

“ბიზნესპრესნიუსი”

გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

პარლამენტში,პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება - რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლები კი აღარ გაიმართება. პარლამენტის რეგლამენტში მთელი რიგი ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის 220-ე მუხლს...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო და ვერცხლი იაფდება. ფასების კლების ტენდენცია უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 285 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 500-დან 100 ათას ლარამდეა

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მიმდებარე ზონებში, გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებელი მშენებლობისა და საქმიანობისთვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება. აღნიშნულის შესახებ, მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე წარადგინა. განმარტებითი ბარათის თანახმად, არსებული კანონმდებლობა...

დაწვრილებითDetails

ცვლილება პედაგოგებისთვის

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენას გულისხმობს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სისტემაში არსებული დეფიციტის მართვისა და ხარისხიანი განათლების...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების დანაშაული გახსნა. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2018 წლებში, ბრალდებულმა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიდინა მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულები და...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მდინარეში გადავარდა-არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
ავტომობილი მდინარეში გადავარდა-არის მსხვერპლი
მთავარი

ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა მდინარე ლიახვზე მოხდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ავტომობილის ამოყვანისას...

დაწვრილებითDetails

წვიმა, ელჭექი, სეტყვა – სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

ტყუპებზე ორსული ქალი მშობიარობას გადაჰყვა – ექიმებმა ბავშვების გადარჩენაც ვერ შეძლეს

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
5 თვის ნაყოფი დაიღუპა –  როგორია ქალის მდგომარეობა, რომელსაც მანქანა დაეჯახა
მთავარი

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მშობიარობას გადაჰყვა, ტყუპებს ელოდებოდა, დედა და...

დაწვრილებითDetails

დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება – ახალი კანონპროექტი

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
რა შემთხვევაში ვერ განქორწინდება ცოლ-ქმარი
მთავარი

შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტის მხრიდან წესების დარღვევის პირველ ჯერზე აკრედიტაცია ერთი თვით, მეორე ჯერზე კი ერთ წლამდე ვადით შეჩერდება – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილის განმარტებით, ცვლილებები ეხება როგორც ცალკეულ ჟურნალისტებს, ასევე მთლიანად მედიასაშუალებებს. ცვლილების თანახმად, პარლამენტის აკრედიტაციის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ცალკეულ ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"