ქუთაისში ჟურნალისტისა და მწერლის ლია ხარაბაძის წიგნის „ომის დღიურები“ პრეზენტაცია შედგა. წიგნი ახალგაზრდა ქალის თვალით დანახულ აფხაზეთის ომს ასახავს და იგი ლია რახაბაძის პირად გამოცდილებას მოიცავს. ეს ერთგვარად ოჯახის ისტორიაა და დუკუმენტური მასალების საგაზეთო სტატიების ნაკრებია, იმის რის დაბეჭდვაზეც უარი მითხრეს- განმარტევს ხარაბაძე. თავდაპირველად „ომის დღიურები“ საგაზეთო სტატიების სახით გაზეთში იბეჭდებოდა, თუმცა მოგვიანებით მკითხველის ფართო ინტერესიდან გამომდინარე გაჩნდა ამ მოგონებების წიგნად გამოცემის იდეა, რომელიც წელს განხორციელდა კიდეც.
ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება
ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეექვსე გამოშვება 16-22 ოქტომბერს, ჩატარდება. ერთი კვირის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად,...








