მოძრაობა „შეცვალე“ ახალი კორონავირუსის პრევენციის თვალსაზრისით ახალ კამპანიას ,,+1 მოხალისე” იწყებს. როგორც მოძრაობა „შეცვალე“ „ფეისბუქში“ წერს, ეს არის ჯგუფი, რომელშიც დაინტერესებული ადამიანები გაერთიანდებიან.
„ერთად დავძლიოთ პანდემია – კორონავირუსმა (COVID19) მსოფლიოს ძალიან ბევრი, ძლიერი ქვეყანა დააზარალა. სწორედ ამიტომ, მოძრაობა ,,შეცვალემ” გადაწყვიტა შეექმნა ეს ჯგუფი, რომელშიც თავს მოიყრიან ადამიანები, გაერთიანდებიან და ერთად დაამარცხებენ პანდემიას. ჩვენ მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ ხელისუფლებას, მოსახლეობას და მოხალისეებად ჩავერთოთ ამ ბრძოლაში. დღეს ჩვენი ყველას ვალია ვებრძოლოთ ვირუსს, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს მოსახლეობას, ქვეყნის მომავალსა და განვითარებას. დავეხმაროთ ერთმანეთს რითიც შეგვიძლია“, – წერს მოძრაობა „შეცვალე“ სოციალურ ქსელში.
მათივე ინფორმაციით, ჯგუფი გააერთიანებს ადამიანებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რისკჯგუფებს და შეუძლიათ მოხალისეობრივად მონაწილეობა მიიღონ ბრძოლაში პანდემიის წინააღმდეგ. ჯგუფში კვალიფიციური პირები გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს და ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასაც გაუზიარებენ.