იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გაცემულა, დაშავებულები და ბირთვულ ობიექტებში დარღვევები არ დაფიქსირებულა. იაპონიის მთავრობამ ტოჰოკუს რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად საგანგებო ჯგუფი შექმნა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი, რომლის სიღრმე 50 კმ იყო, ივატის პრეფექტურის სანაპიროსთან დაფიქსირდა და ცუნამის არ არის მოსალოდნელი, გარდა ზღვის დონის მცირე ცვლილებებისა.
ონაგავის და ჰიგაშიდორის ატომურ ელექტროსადგურებში დარღვევები არ დაფიქსირებულა. ბირთვული რეგულირების ორგანოს განცხადებით, „ტოკიო ელექტრო პაუერის“ და სხვა კომპანიების ახლომდებარე ბირთვულ ელექტროსადგურებში რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა. იაპონიის აღმოსავლეთში მიწისძვრის შემდეგ სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა.









