ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დროშე აღმართეს.
დროშა საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა. ცერემონიას ადგილობრივი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას ორ წელზე მეტი ცდილობდა.
ეროვნული სიმბოლიკის დადგმა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა.
დროშის მოწყობა ბიუჯეტს 49 959 ლარი უჯდება.










