ქუთაისის საკრებულოს 24- ე სხდომას ბოიკოტის შემდეგ ოპოზიცია დაუბრუნდა. სხდომაზე 12 საკითხი განიხილეს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი იყო „ქუთაისის სატრასპორტო კომპანიის“ დაფუძნენა და თვეების განმავლობაში გაწელილი გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება – ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ბექა ყურაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით ქუჩა ქვაფენილით იქნება მოპირკეთებული და აქ დეკორატიული ლამპიონები განთავსდება.
რაც შეეხება სატრანსპორტო კომპანიის შექმნას, ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით ქალაქში ტრანსპორტის პრობლემა 2020 წლის თებერვალში გადაიჭრება: „თებერვალში წესით ამ პრობლებას წერტილს დავუსვამთ და ქალაქს ექნება ახალი ავტობუსები, რომელის ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.“ – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მისივე თქმით ავტოსადგომის მშენებლობა სულხან-საბას ქუჩაზე დაიწყება და აქ ადგილობრივები დასაქმდებიან.
საკრებულოს სხდომას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბოიკოტის შემდეგ ოპოზიცია ესწრებოდა. ,,ევროპულილლ საქართველო“ ბოიკოტის რეჟიმიდან გამოვიდა. მერაბ მეშველიანის თქმით პარტიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ისინი საკრებულოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან. მისი თქმით დღის წესრიგიდან მნიშვნელოვანია „ქუთაისის სატრასპორტო კომპანიის“ შექმნა, რადგან ტრანსპორტი აქილევსის ქუსლია ქალაქისთვის და კარგი იქნება თუ მისი ჩამოყალიბების პროცესში მეტი გამჭვირვალობა იქნება.