LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუ­თა­ი­სი არა­ფერ­ში დაგ­ჭირ­დე­ბათ – აქ არც სა­ზღვა­რია, არც ზღვა, არც კუ­რორ­ტი, აქა­უ­რო­ბა მხო­ლოდ უნდა გიყ­ვარ­დეთ! – დათო ლიკლიკაძე

ქუ­თა­ი­სი არა­ფერ­ში დაგ­ჭირ­დე­ბათ – აქ არც სა­ზღვა­რია, არც ზღვა, არც კუ­რორ­ტი, აქა­უ­რო­ბა მხო­ლოდ უნდა გიყ­ვარ­დეთ! – დათო ლიკლიკაძე

დაპოსტა 2019/10/21-ში
A A
4.8k
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის სიყვარული, ქალაქის იუმორი, მისი განსაკუთრებულობა, ქუთაისური ოჯახებისა და უბნების თავისებურებები, რატომ არ და ვერ ტოვებს ცნობილი ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე თავის ქალაქს – ინტერვიუ AMBEBI.GE-სთან.

– ამ ქა­ლაქ­ში და­ბა­დე­ბა მარ­თლა გა­მარ­თლე­ბაა! აქა­უ­რო­ბას ყვე­ლა­ფე­რი აქვს, რაც ქა­ლაქს უნდა ჰქონ­დეს… ქა­ლა­ქე­ლო­ბაც იმა­ზე მე­ტა­დაა “კუ­დაბ­ზი­კო­ბა­ში” აყ­ვა­ნი­ლი, ვიდ­რე და­ვით კლდი­აშ­ვილს ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში მო­უ­გო­ნია… ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი იმა­ზე მე­ტად “სნო­ბე­ბი” არი­ან, ვიდ­რე “სნო­ბო­ბა” თბი­ლის­ში იმ თბი­ლი­სე­ლებს ახა­სი­ა­თებთ, ვინც, რო­გორც წესი, სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი­დან არი­ან იქ ჩა­სუ­ლე­ბი და ნამ­დვი­ლი ქა­ლა­ქე­ლე­ბი არც არი­ან…

 

აქ თუ 9 თა­ო­ბის ქუ­თა­ი­სე­ლი არ ხარ, თუ წი­ნა­პა­რი სა­ფი­ჩხი­ის და „მწვა­ნე ყვა­ვი­ლას“ სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე არ გის­ვე­ნია, გა­მო­რი­ცხუ­ლია ქა­ლაქ­ში გა­ღი­ა­რონ“ – ხუმ­რობს დათო და გვე­უბ­ნე­ბა იმა­საც, რომ ქუ­თა­ი­სე­ლო­ბას ბევ­რიც იჩე­მებს.

“ზო­გი­ერ­თი თავს ქუ­თა­ი­სელს უწო­დებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქა­ლაქ­ში მე­ზო­ბე­ლი რა­ი­ო­ნე­ბი­დან და სოფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­რეს და თბი­ლის­ში მო­ა­დი­ნეს “ტყლა­შა­ნი”. თან, ისეთ კი­ლო­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, გა­ოც­დე­ბი- ჩვენ „წე­ვი­და-მე­ვი­და­თი“ არ ვსა­უბ­რობთ, ქუ­თა­ის­საც არ ვუ­წო­დებთ „ქუ­თე­ისს“. ეს სი­ტყვა პირ­ვე­ლად ქუ­თა­ის­ში ჩა­მო­სუ­ლი ხალ­ხის­გან გა­ვი­გო­ნე, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ვამ­ბობ, თბი­ლის­ში წა­ვიდ­ნენ, მერე მოგ­ვიბ­რუნ­დნენ და – „რავა ხარ ქუ­თე­ი­სიო?“ გვი­თხრეს“ – ამ­ბობს ლიკ­ლი­კა­ძე.

დი­ა­ლო­გი ქუ­თა­ი­სურ ოჯა­ხებ­ზე სა­უბ­რით გა­ვაგ­რძე­ლეთ – მათ ტრა­დი­ცი­ებ­ზე და ცო­ტაც “იმე­რულ კუ­დაბ­ზი­კო­ბა­ზე”:

“ქუ­თა­ი­სუ­რი ოჯა­ხე­ბი ძა­ლი­ან “სვეც­კი”, გა­დაპ­რან­ჭუ­ლია, ისე­თი, რო­გორც იმე­რუ­ლი სუფ­რა. აქ სა­ო­ცა­რი ოჯა­ხუ­რი მუ­ზი­ცი­რე­ბის ტრა­დი­ცია დები იშხნე­ლე­ბი­დან, ბაფ­თი­ა­ნი გი­ტა­რი­დან მო­დის. მერე კი მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ ქა­ლაქს გა­მორ­ჩე­უ­ლი როკი და რე­პიც არ დაჰკლე­ბია, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო…

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იცი თუ არა რო­ი­ალ­ზე და პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვრა, თუ სახ­ლში კარ­გი პი­ა­ნი­ნო და რო­ი­ა­ლი არ გაქვს, ვერ ხარ კარ­გი ქუ­თა­ი­სე­ლი… კი, ამ ქა­ლაქს ასე­თი შტრი­ხე­ბიც ახა­სი­ა­თებს…

ოჯახ­ში „მა­დო­ნას სერ­ვი­ზიც“ აუ­ცი­ლე­ბე­ლია – თუ „მა­დო­ნას“ ჩვი­ლი უკა­ვია, ის სერ­ვი­ზი უფრო ძვი­რია. ჰოდა, თუ ასე­თი არ გაქვს, ქუ­თა­ი­სე­ლად არ ით­ვლე­ბი. „გორ­კა“ და „დე­სა­უც“ უნდა გქონ­დეს, 9-ჯვრი­ა­ნი, ლო­მის ფე­ხებ­ზე. ასე­თი უც­ნა­უ­რი დე­ტა­ლე­ბი­თაც ფას­დე­ბი ქუ­თა­ის­ში და გა­ღი­ა­რე­ბენ… ეს კარ­გია თუ ცუ­დია, სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მე ქუ­თა­ი­სი ძა­ლი­ან მიყ­ვარს!

– ხში­რად უკ­ვირთ, რომ ისე­თი უნა­რე­ბის ადა­მი­ან­მა, რო­გო­რიც შენ ხარ, პა­ტა­რა ქა­ლა­ქი არას­დროს და­ტო­ვე და სა­ცხოვ­რებ­ლად დე­და­ქა­ლაქ­ში არ გა­დახ­ვე­დი. რა­ტომ?

– წას­ვლის შან­სი მი­ლი­ონ­ჯერ მქონ­და, ოთხჯერ კი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში (ტე­ლე­წამ­ყვა­ნად, პრო­დი­უ­სე­რად და ა.შ.) სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბით და მა­ღა­ლი ხელ­ფა­სით შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ ყვე­ლას მო­ვუ­ბო­დი­შე და უარი ვუ­თხა­რი, რაც ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ…

რა ვქნა, არ შე­მიძ­ლია ქუ­თა­ი­სის გა­რე­შე, სხვა­გან ვერ გავძლებ, თუმ­ცა ყვე­ლას მად­ლო­ბა და­ფა­სე­ბის­თვის! თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, დი­დუ­ბი­სა და ოკ­რი­ბას სად­გუ­რებს მივ­ტი­რი, იმა­ზე ვფიქ­რობ, რო­დის წა­ვალ ჩემს ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ავად­მყო­ფუ­რად მიყ­ვარს.

პა­რი­ზიც სას­წა­უ­ლად მიყ­ვარს და ქუ­თა­ისს იქა­უ­რო­ბა­შიც კი ვერ გავცვლი! დიახ, ეი­ფელს „თეთ­რი ხიდი“ მირ­ჩევ­ნია… ხომ მა­გა­რი მდი­ნა­რეა იორ­და­ნე, სა­დაც ქრის­ტე მო­ი­ნათ­ლა, მაგ­რამ რი­ონ­ში ვერ გავცვლი! ასე­თი ტიპი ვარ, ჩემი ქა­ლა­ქის სიყ­ვა­რუ­ლი ცოტა გო­ი­მო­ბა­შიც გა­დამ­დის…

– ქუ­თა­ი­სი უბ­ნე­ბად არის და­ყო­ფი­ლი. შენ თე­ატრთან, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ცხოვ­რობ… თა­ვი­დან­ვე ამ ად­გი­ლას ცხოვ­რობ­დი?

– უბა­ნი კი­დევ ცალ­კე თე­მაა… მე ძი­რძვე­ლი სა­ფი­ჩხი­ე­ლი ვარ, და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე იქ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა უკვე ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ვცხოვ­რობ, ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის წინ და ყო­ველდღე ამ შე­ნო­ბას ვუ­ყუ­რებ, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე.

ჩემი სა­ძი­ნებ­ლი­დან, სამ­ზა­რე­უ­ლო­დან და ნე­ბის­მი­ე­რი ფან­ჯრი­დან თე­ატრს გავ­ცქე­რი და დარ­ბაზ­ში დაკ­რუ­ლი ტაში ხში­რად სახ­ლში შვილს მიღ­ვი­ძებს, რა­მაც გა­და­მა­ტა­ნი­ნა სა­ფი­ჩხი­ის და­ტო­ვე­ბა. პრინ­ციპ­ში, შორ­საც არაა…

სა­ფი­ჩხია, ჭომა, გორა, ბა­ლახ­ვა­ნი – ეს ოთხი უბა­ნი ყვე­ლა­ზე ძვე­ლია ქუ­თა­ის­ში. ამი­ტომ, სა­ფი­ჩხი­ე­ლი რომ ხარ, უკვე ორ­მა­გად ქუ­თა­ი­სე­ლი ხარ. ეს ის უბა­ნი­ცაა, სა­დაც თითო ოჯახ­ზე ორი სული ქურ­დი მო­დი­ო­და. ასე მგო­ნია, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქურ­დე­ბი სა­ფი­ჩხი­ა­ზე და­ი­ბად­ნენ…

მარ­თა­ლია, რთუ­ლი უბა­ნი იყო, მაგ­რამ ეს იყო ად­გი­ლი, სა­დაც ვი­ო­ლი­ნო­თი გა­ივ­ლი­დი და „სკრი­პ­კას“ არა­ვინ მო­გა­ძა­ხებ­და. ბიჭი გრძე­ლი თმით და სა­ყუ­რით გა­მოჩ­ნდე­ბო­და და შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვინ მი­ა­ყე­ნებ­და. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­ნი­ა­ნი უბან­ში არა­ვის უცე­მია.

სა­ფი­ჩხია იყო ტო­ლე­რან­ტო­ბის, შემ­წყნა­რებ­ლო­ბის, მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, თავ­სე­ბა­დი უბა­ნი, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და და ერ­თმა­ნეთს პა­ტივს სცემ­და

დიახ, სა­ფი­ჩხია და ქუ­თა­ი­სი მა­გა­ლი­თი იყო, რო­გორ უნდა ეცათ პა­ტი­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლის­თვის! აი, კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც დავ­რჩი ამ ქა­ლაქ­ში…

– ქუ­თა­ის­მა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იცი­სო…

– სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ქა­ლა­ქი ქარ­თუ­ლია, მაგ­რამ ქუ­თა­ი­სი მე­ტად. იმის თქმა მინ­და, რომ მას ირ­გვლივ სა­ქარ­თვე­ლო აკ­რავს, არც ერთ უცხო ქვე­ყა­ნას არ ესა­ზღვრე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი ქა­ლა­ქე­ბი­დან ზოგი ან დე­და­ქა­ლა­ქია, ან სა­სა­ზღვრო, ან სა­კუ­რორ­ტო… მოკ­ლედ, ქუ­თა­ის­ში გარ­და სიყ­ვა­რუ­ლი­სა, არა­ფე­რია, ის უბ­რა­ლოდ უნდა გიყ­ვარ­დეს!

– რა მოგ­ცა შენ­მა ქა­ლაქ­მა, ასე რომ გიყ­ვარს?

– ამ ქა­ლაქ­მა მას­წავ­ლა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო… ხში­რად ასე­თი იარ­ლი­ყიც გვაქვს ხოლ­მე აკ­რუ­ლი – „ქუ­თა­ი­სე­ლი აფე­რის­ტი“. სი­ნამ­დვი­ლე­ში ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი აფე­რის­ტე­ბი არ არი­ან, რად­გა­ნაც ზუს­ტად ისე­თე­ბი არი­ან, რო­გორც ხა­შურ­ლე­ბი, სამ­ტრე­დი­ე­ლე­ბი, ზუგ­დი­დე­ლე­ბი, თე­ლა­ვე­ლე­ბი, გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბი…

ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი დიპ­ლო­მა­ტე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან. იცი­ან, რა უნ­დათ, მათ წარ­მა­ტე­ბას ყველ­გან მი­აღ­წი­ეს. მათ შო­რის, თბი­ლის­შიც – კარ­გი ბი­ნე­ბი შე­ი­ძი­ნეს, ლა­მა­ზი ცო­ლე­ბი ჰყავთ, სულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე იყ­ვნენ, ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა ჩა­ა­ჩო­ჩეს თბი­ლი­სე­ლე­ბი, ლო­კო­მო­ტი­ვე­ბი გახ­დნენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩხუ­ბით, ია­რა­ღით, მო­ტყუ­ე­ბით კი არ გა­ა­კე­თეს, შენი ჭი­რი­მე, შენ გე­ნაც­ვა­ლე­თი, მო­წი­წე­ბით. როცა წა­იქ­ცნენ, წა­მოდ­გნენ, არ შერ­ცხვათ. გა­ჯიბ­რე­ბის მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­დათ!

და მერე ვი­ღა­ცე­ბი ად­გნენ და აფე­რის­ტე­ბი გვი­წო­დეს – რო­გორ მი­აღ­წევ­და, თუ აფე­რის­ტი არ არი­სო?! სი­ნამ­დვი­ლე­ში ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი დიპ­ლო­მა­ტე­ბი და ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან!

– და ეს გა­ნას­ხვა­ვებს მათ სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩე­ნი კუ­თხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან?

– გუ­რუ­ლე­ბი ფი­ცხე­ბი არინ – უცებ „ფეთ­ქდე­ბი­ან,“ რაჭ­ვე­ლე­ბი პი­რი­ქით, აგ­ვი­ა­ნე­ბენ, მეგ­რე­ლე­ბი – ცხა­რე­ე­ბი, კა­ხე­ლე­ბი – დინ­ჯე­ბი… ყვე­ლა რა­ღა­ცით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი და ზო­გა­დად, იმერ­ლე­ბი ზრდი­ლო­ბი­ა­ნე­ბი არი­ან და რო­გორც ვთქვი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი, ზუს­ტად იცი­ან, ამ ცხოვ­რე­ბის­გან რა უნ­დათ და წარ­მა­ტე­ბას ამი­ტომ აღ­წე­ვენ.

როცა იცი, რა გინ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. როცა ეს არ იცი, ან არას­წო­რად გინ­და, ყვე­ლა­ფე­რი უშე­დე­გოა. ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა ასე­ვე ზუს­ტად იცი­ან წარ­მა­ტე­ბის ფასი, ამას­თან, მისი მო­პო­ვე­ბაც და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც იცი­ან. ამი­ტომ გვე­ძა­ხი­ან „აფე­რის­ტებს“. არა­და, ხომ ვთქვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ – ჩვენ­თა­ნაც უყ­ვართ, სძულთ, უხა­რი­ათ, სწყინთ…

– ქუ­თა­ი­სი ტრა­დი­ცი­ე­ბის ქა­ლა­ქია – კულ­ტუ­რის, თე­ატ­რის, სპორ­ტის სფე­რო­ში ლო­მის წილი მი­უ­ძღვის და დიდი შე­დე­გე­ბი ჰქო­ნია…

– ცოტა ხნის წინ ვწერ­დი ქუ­თა­ი­სის ღირ­სე­ბებ­ზე… დიახ, ვსწავ­ლობ­დი სკო­ლა­ში, სა­დაც ვაჟა, ილია და ყაზ­ბე­გის გარ­და, ყვე­ლა გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ჩემი სკო­ლე­ლია: აკა­კი წე­რე­თე­ლი, ვლა­დი­მერ მა­ი­ა­კოვ­სკი, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი, პა­ო­ლო, ნიკო ნი­კო­ლა­ძე და რა ვიცი, ვის მერ­ხზე არ ვმჯდარ­ვარ ჩემს სკო­ლა­ში – სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­უ­ლი სკო­ლაა…

– ქუ­თა­ი­სი კო­ლო­რი­ტუ­ლი იუ­მო­რის ქა­ლა­ქი­ცაა, გა­სა­ო­ცა­რი სი­ტყვა-პა­სუ­ხი იცი­ან ქუ­თა­ის­ში…

– კი, ამ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ხუმ­რობს, ეს ქა­ლა­ქი სწო­რედ იუ­მორ­მა გა­და­არ­ჩი­ნა. 90-იან წლებ­ში, როცა ყვე­ლას გვი­ჭირ­და – ჩვენს გა­ჭირ­ვე­ბა­ზე ვღა­და­ობ­დით, რა­მაც გაგ­ვაძ­ლი­ე­რა. აქ იუ­მო­რი კლა­სი­კის დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი, ადა­მი­ა­ნი პირ­და­პირ იმის მი­ხედ­ვით ფას­დე­ბა, რო­გორ ხუმ­რობს. ამ იუ­მორს თუ ზურგს ერთი-ორი წიგ­ნიც არ უმაგ­რებს, შენი ცა­რი­ე­ლი იუ­მო­რიც არა­ვის უნდა და აქ არც ამის დე­ფი­ცი­ტია…

ხან­და­ხან მრცხვე­ნია, როცა ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, უბე­დუ­რი ენა და ხუმ­რო­ბა აქ­ვსო. აქ იმ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, სხარ­ტი ენით ცნო­ბი­ლი, რომ ამ „მა­და­ნი­და­ნაც“ ამი­ღია რა­ღა­ცე­ბი, ჩე­მე­ბუ­რად გა­და­მი­კე­თე­ბია. ხან ჩემი მე­ზობ­ლის­თვის და­მიბ­რა­ლე­ბია, ხან სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. მერე თი­თო­ნაც ვი­ყე­ნებ კარ­გად. სას­წა­უ­ლი იუ­მო­რის ქა­ლა­ქია.

– რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამას?

– ასე ღრმად არ მი­ფიქ­რია, არ შე­მის­წავ­ლია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა ლა­ღია მა­ში­ნაც კი, როცა რა­ღაც არ არის კარ­გად, კი, ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია… ამის უნა­რი აქვთ ქუ­თა­ი­სე­ლებს.

– სულ ბო­ლოს, რო­გორ ფიქ­რობ, რა გან­სა­ზღვრავს შენს პო­პუ­ლა­რო­ბას?

– ალ­ბათ ისევ იუ­მო­რი, რად­გან არა­ვის უნდა შენი პრობ­ლე­მე­ბის მოს­მე­ნა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ დათო ლიკ­ლი­კა­ძეს პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს… მაგ­რამ ჩემს ცუ­დად ყოფ­ნას ვე­რა­ვის გა­დავ­დებ, ადა­მი­ანს შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა უხა­რო­დეს.

ჩემს ყვე­ლა პრობ­ლე­მას გა­რეთ ვტო­ვებ, როცა ბავ­შვებ­თან ლექ­ცი­ა­ზე შევ­დი­ვარ, როცა სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ, ოჯახ­ში ვბრუნ­დე­ბი, სა­დაც უნდა ვიყო. ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვი­წყებ სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ცინ­ვით და მერე ვა­ღა­და­ვებ და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს! თუ შენს თავს არ დას­ცი­ნი და მხო­ლოდ სხვის­კენ იშ­ვერ ხელს, უკვე მავ­ნე­ბე­ლი ხარ, მაგ­რამ როცა შენ თავს დას­ცი­ნი, ე.ი იუ­მო­რი გაქვს…

მკი­თხველს  ვე­ტყვი, რომ ქუ­თა­ი­სი არა­ფერ­ში დაგ­ჭირ­დე­ბათ – აქ არც სა­ზღვა­რია, არც ზღვა, არც კუ­რორ­ტი, აქა­უ­რო­ბა მხო­ლოდ უნდა გიყ­ვარ­დეთ! ჰოდა, თუ გიყ­ვართ, ჩა­მობ­რძან­დით და აქ სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და, სა­ნაც­ვლოდ ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ!

 

AMBEBI.GE

თეგები: დათო ლიკლიკაძექუთაისი
გაზიარება3100

დაკავშირებული -პოსტები

სამსახურში არ გამოცხადდა – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იტალიაში გარდაცვლილი კაცის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
იტალიაში ახალგაზრდა ქართველი კაცი გარდაიცვალა
მთავარი

იტალიის ქალაქ ნეაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი, ვანო ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, რომ ელოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია და ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიაში...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს ყველა ქრისტიანმა უნდა წარმოთქვას

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია უვერცხლო მკურნალებისა და სასწაულმოქმედების, კოზმას და დამიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე წელიწადში რამდენჯერმე, რამდენიმე წყვილი წმინდანის სახით იხსენიება.   1 (14) ივლისს - რომაელ უვერცხლოებს,   1...

დაწვრილებითDetails

ყვავილები, სანთლები, სათამაშოები – მოქალაქეები ტრაგიკული ავარიის ადგილას შეიკრიბნენ

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ყვავილები, სანთლები, სათამაშოები – მოქალაქეები ტრაგიკული ავარიის ადგილას შეიკრიბნენ
მთავარი

გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ ტრაგედია დატრიალდა, ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილისთვის პატივის მისაგებად, ადგილზე ყვავილებით, სათამაშოებით მიდიან და სანთლებს ანთებენ. ცნობისთვის, გუშინ, გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. "14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო ვლაქერნობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.   „15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს.   ამ დღესთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

20 მილიონიანი უნიკალური საათი, რომლის მფლობელიც ქართველი აღმოჩნდა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
20 მილიონიანი უნიკალური საათი, რომლის მფლობელიც ქართველი აღმოჩნდა
მთავარი

ბოლო დღე­ებ­ში სა­ა­თე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ სა­ი­დუმ­ლოს აე­ხა­და ფარ­და - წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და კი­თხვა - ვინ გახ­და Jacob & Co-ს ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი, $20,000,000-ად შე­ფა­სე­ბუ­ლი შე­დევ­რის მფლო­ბე­ლი? მისი მფლო­ბე­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ცნობილია, რომ შემთხვევა ანგისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზის ბალონი...

დაწვრილებითDetails

მე-9 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
10-მდე ახალგაზრდა დიღმის მასივში ერთმანეთს დაუპირისპირდა_სისხლიანი გარჩევა თბილისში
მთავარი

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, მე-9 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "საშნელება მოხდა, წუხელ გვიან ღამით, გოგონა სტუმრად იმყოფებოდა," - წერენ სოციალურ ქსელში.

დაწვრილებითDetails

იტალიაში ახალგაზრდა ქართველი კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
იტალიაში ახალგაზრდა ქართველი კაცი გარდაიცვალა
მთავარი

იტალიაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება. "იტალიაში გარდაიცვალა ახალგაზდა ემიგრანტი მამაკაცი. ვანო ელაშვილი გულის შეტევით.ვუსამძიმრებთ ემიგრატებს და ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას..უფალმა ნათელში ამყოფოს ქართველი ვაჟკაცის სული..!...

დაწვრილებითDetails

ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია სიმწრით – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ტრაგედია გორში – ცნობილია ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
მთავარი

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამი წლისაა. ავარიას ემსხვერპლა ბავშვის დედაც. უმძიმეს ტრაგედიას  ეხმიანებიან სოციალურ ქსელში: „დავიღუპე ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს. ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"