LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ისტორიულად მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა – ირაკლი ქადაგიშვილი

“ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ გააჩნიათ” – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

დაპოსტა 2026/06/06-ში
A A
41
ნახვა
გაზიარება

ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, აჩვენებს, რომ მათ შორის [ოპოზიციის ცალკეულ პარტიებს შორის] არანაირი რეალური ერთობა არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მიუთითებს იმას, რომ მათ ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ გააჩნიათ.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა, გარკვეულწილად ერთი და იგივე იდეოლოგიის და მიზნების მატარებელია, შინაარსობრივად, მათ შორის ისეთი გადაულახავი პიროვნული წინააღმდეგობრივი [მოცემულობაა], რომ ეს ნათლად მიუთითებს, მათ რაიმე პერსპექტივა ქართულ პოლიტიკაში რეალურად არ გააჩნიათ. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, თუ რაოდენ ყალბი იყო ის პროპაგანდა, რომელიც გაშლილი იყო, მათ შორის არჩევნების წინ, რომ გინდა თუ არა, მხოლოდ და მხოლოდ კოალიციური მმართველობა არის გამოსავალი ქვეყნისთვის. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რას ნიშნავს კოალიცია კოალიციისთვის, რომ ეს ახლა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე დაპირისპირების ნათელი სურათია. ეს ხალხი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, რას დამართებდა სახელმწიფოს, ქვეყანას და საზოგადოებას უკვე ნათელი არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა მიმდინარე წლის 11 ივნისს, ევროკომისიის მიერ ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დაგეგმილ დიალოგზე.

ქადაგიშვილის მოსაზრებით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს იყენებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის. ქადაგიშვილის თქმით, არის საკითხები, რასთან მიმართებითაც საქართველოს ვერ ექნება ის პოზიცია, რაც „შეიძლება ევროკავშირის გარკვეულ ძალებს უნდოდეთ, ანუ მთლიანად შეერთება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან“. ეს კი, ქადაგიშვილის თქმით, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველომ რუსეთს უნდა დაუწესოს სანქციები.

„გვეუბნებიან, გააუქმეთ უვიზო რეჟიმები რუსეთთან, ჩინეთთან მთელ რიგ ქვეყნებთან. ისეთ შეზღუდვებს გიწესებენ, რომ ეს ევროკავშირის პირდაპირ ინტერესში არანაირად არ შედის და საქართველოს ინტერესში ხომ საერთოდ არ შედის, მაგრამ რატომ კეთდება ეს? კეთდება სწორედ ზეწოლისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებებს და არგუმენტებს ამ საკითხთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, მარტივია ამ ოპოზიციის ფილოსოფია: ის, რაც ცუდია საქართველოსთვის, მათი აზრით, ეს არის ხელისუფლებაში მათი მობრუნების ერთადერთი შანსი. „ეს არის მთელი ოპოზიციის „ალია-ბალია“.

„სხვათაშორის, ის საბაბები, რაც ევროკავშირის გარკვეულ წრეებს აქვთ საქართველოსთან მიმართებით, სწორედ ამ ოპოზიციის შექმნილია, მაგალითად, როდესაც მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე, პარლამენტში შესვლაზე და ეს ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის მთელი კამპანია გააჩაღეს, ყოვლად უსაფუძვლო, უარგუმენტო, დამაზიანებელი, ახლა თავად ოპოზიციას ჭამს, მაგრამ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიცემული საბაბი, მათ შორის იგივე ამ განხილვების დროს. ასე რომ, ოპოზიციას ლომის წვლილი აქვს იმ ევროჩინოვნიკებთან ერთად, ამ შანტაჟის პოლიტიკაში. შანტაჟის ნაწილთან დაკავშირებით ის არის, რომ პირობები ევროლიბერალიზაციის დასაწყისში არ იყო და მერე გზადა გზა, გამომდინარე იქიდან, პოლიტიკურად როგორ უნდოდათ სიტუაციის მართვა, გიმატებდნენ გარკვეულ საკითხებს. როცა ჩვენ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა გვქონდა, მაგრამ ეს მაშინ პრობლემა არ იყო. “- განაცხადა ქადაგიშვილმა

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
მთავარი

მდინარე ქსანში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი გუგა გურგენიშვილია. ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელებს. შემთხვევა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს, გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი სოფელში სტუმრად იყო ჩასული. "საუკეთესო ბიჭო როგორ უნდა გაგიშვათ, ერთადერთო საუკეთესო...

დაწვრილებითDetails

მდინარეში ოც წლამდე ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა
მთავარი

კასპში, მდინარე ქსანში ოც წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრმა ორმოა.   არსებული ცნობებით, ახალგაზრდა სოფელში...

დაწვრილებითDetails

ავარია სამტრედიაში მსხვერპლით დასრულდა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ავარია სამტრედიაში მსხვერპლით დასრულდა
მთავარი

სამტრედიაში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეასკდა - არის მსხვერპლი ​სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეასკდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ​შინაგან საქმეთა სამინისტრომ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ეგვიპტის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა
მთავარი

ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა - ინფორმაციას ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა ავრცელებს. ,, საამაყო წარმატება სპორტულ აკრობატიკაში! სიხარულითა და დიდი სიამაყით გვინდა მივულოცოთ ჩვენი სკოლის VIII ბ...

დაწვრილებითDetails

აფთიაქებისა და მაღაზიების ძარცვა – დაკავებულია 5 არასრულწლოვანი

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს.   დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...

დაწვრილებითDetails

ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში – რა მდგომარეობაა ადგილზე

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მთავარი

თემ­ქა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს” სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა ცე­ცხლის გავ­რცე­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე მოხ­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 23 წლის ბიჭი დაღუპა – რას ყვება დედა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ქუთაისში 23 წლის ბიჭი დაღუპა – რას ყვება დედა
მთავარი

ტრაგედიით დასრულებული შვებულება საქართველოში: რატომ გარდაიცვალა 23 წლის კრის­ტი­ნა სტა­ნი­ე­ნე თა­ვის 23 წლის შვილ­თან, კრის­ტუ­პას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კვი­რით და­სას­ვე­ნებ­ლად და ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ემ­გზავ­რა. თუმ­ცა, მოგ­ზა­უ­რო­ბის მე­ო­რე დღეს­ვე ახალ­გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს პეტრე-პავლობა აღინიშნება

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
დღეიდან, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო – რა უნდა იცოდეს, ვინც მარხვას აპირებს
მთავარი

12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.   თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის (ავლაბარში მდებარე) ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და...

დაწვრილებითDetails

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა – ევაკუირებულია მოსახლეობა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა – ევაკუირებულია მოსახლეობა
მთავარი

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა თელავის ხევმა კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი მთლიანად დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები, დაზიანებულია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"