პარტია ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანიამ ქუთაისში ტრანსპორტის გადასახადის შესაძლო გაძვირებაზე ბრიფინგი გამართა.
”ქართულ ოცნებას აღმოაჩნდა ნიჭი რომ ასეთი კარგი გადაწყვეტილებაც კი მავნებლობად გადააქციოს და ჯიბეზე დაარტყას ქუთაისის მოსახლეობას. ქუთაისის მერიამ შექმნა საკუთარი შპს, სადაც საკუთარი პარტიული აქტივის დასაქმებას გეგმავს. სწორედ მათი ხელფასებისთვისაა საჭირო ტარიფების ზრდა თორე , ლოგიკურად ეს ახალი ავტობუსების შეძენასთან კავშირში არაა. ავტობუსები შეძენილია სესხით, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში.” – განაცხადა გიგა შუშანიამ.
ქუთაისში ახალი ტრანსპორტის შემოყვანა მიმდინარე წლის მარტიდან იგეგმება. ახალ სატრანსპორტო კომპანიაში კი 200 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.