ქართველმა მსახიობმა სალომე დემურიამ ალმათის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიტო ცინცაძის სრულმეტრაჟიან ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შესრულებული ქალის საუკეთესო როლისთვის ჯილდო მიიღო. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ფილმში დემურიამ 37 წლის ექიმი ირინეს როლი შეასრულა. სიუჟეტის მიხედვით, ირინე ციხიდან გამოდის და ცდილობს, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ფილმის გადაღება იმერეთში, ქალაქ ჭიათურაში მიმდინარეობდა.
ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმის სცენარისტი ცნობილი ქართველი მწერალი ნესტან კვინიკაძეა. რეჟისორი კი დიტო ცინცაძეა, რომელმაც შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრანპრი მიიღო. ფილმი საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.
ალმათის საერთაშორისო კინოფესტივალი ყაზახეთის დედაქალაქში უკვე მეორედ ტარდება.