უსაფრთხოების ნორმები დაცული, ხარაჩო კი ნორმალურად აწყობილი და გამაგრებული რომ ყოფილიყო, ეს ინციდენტი არ მოხდებოდა – ამის შესახებ შრომის უსაფრთხოება აცხადებას.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”ქუთაისის აერო -პორტში ჩამოინგრა ხარაჩო
საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა
აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ბარამიძე:
”ხარაჩო ძლიერი ქარის გამო ჩამოინგრა. ქარის გამო სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, ხარაჩოზე არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების ზომები დაცული იყო, ტერიტორია შემოსაზღვრული იყო დამცავი ბადით. საუბარია არსებული ტერმინალის ფასადზე მიმდინარე სამუშაოებზე. მიმდინარეობს ფასადის განახლების სამუშაოები“
ჩვენ მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული, ხარაჩო კი ნორმალურად აწყობილი და გამაგრებული რომ ყოფილიყო, ეს ინციდენტი არ მოხდებოდა
ქარის გამო სამუშაოები რომ შეწყვიტეს – სწორი გადაწყვეტილება იყო, რამაც გადაარჩინა ობიექტზე დასაქმებული პერსონალი.” – წერს შრომის უსაფრთხოება