ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში სამართალდამცველებმა წუხელ სპეცოპერაცია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს.
ოპერაციის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით მარიხუანა.
რადიო თბილისის ინფორმაციით, ერთ-ერთი სპეცოპერაცია მერიის თანამშრომლის ოჯახშიც ჩატარდა, საიდანაც ათეულობით ძირი მარიხუანა ამოიღეს.
მარიხუანის მოყვანაზე პასუხისმგებლობა საჯარო მოხელის დედამ აიღო, რის გამოც სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.
ცნობილია, რომ აღნიშნული მერიის თანამშრომელი კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტად მუშაობს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ქუთაისში კაცი დაჭრეს
ქუთაისში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ბალახვანის ცენტრში, მე-12 საჯარო სკოლის წინ მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ...










