ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში სამართალდამცველებმა წუხელ სპეცოპერაცია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს.
ოპერაციის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით მარიხუანა.
რადიო თბილისის ინფორმაციით, ერთ-ერთი სპეცოპერაცია მერიის თანამშრომლის ოჯახშიც ჩატარდა, საიდანაც ათეულობით ძირი მარიხუანა ამოიღეს.
მარიხუანის მოყვანაზე პასუხისმგებლობა საჯარო მოხელის დედამ აიღო, რის გამოც სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.
ცნობილია, რომ აღნიშნული მერიის თანამშრომელი კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტად მუშაობს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
აზერბაიჯანში ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
აზერბაიჯანში, საბაგიროზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. შაქის რაიონში, დასასვენებელ ზონაში, საბაგიროს გაწყვეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე უჯალ ბაირამოვია. 27 წლის კაცი ბოლნისის...









