ფრანგული პორტალი rugbyrama.fr სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი დღეს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.
26 წლის მორაგბე “გროლეტის” ღირსებას იცავდა. დღეს მის გუნდს მატჩი უნდა გაემართა, ბექაც სწორედ სტადიონისაკენ გადაადგილდებოდა, როცა ეს ტრაგიკული ინციდენტი მოხდა.
Fanebi.Com მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.