ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩის მონაკვეთი „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურიდან „თიბისი“ ბანკის“ შენობამდე, ორი დღეა გადაკეტილია. გზის საფარს, რომელიც დაზიანებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.
როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორმა ბექა ბარბაქაძემ „მეგა ტვ“-თან საუბრისას განაცხადა კომპანიის ზედამხედველოის განყოფილებამ წყლის კონტრაქტორ კომპანიას „ესემკა“ გზის საფარის მოწესრიგება დაავალა. მისივე თქმით აღდგენითი სამუშაოები მხოლოდ გზის საფარის მოწესრიგებას ეხება, ტროტუარებსა და ბორდიულებს კი არ მოიცავს.
ბექა ბარბაქაძე დაზიანებული გზის მოწესრიგების დასრულების ზუსტ თარიღს ვერ ასახელბს, თუმდა ამბობს რომ კომპანია სწრაფ ტემპში მუშაობს.