LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა იდეებს სთავაზობენ ქუთაისელები მერიას ქალაქის განვითარებისთვის

რა იდეებს სთავაზობენ ქუთაისელები მერიას ქალაქის განვითარებისთვის

დაპოსტა 2019/09/03-ში
A A
735
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის მოქალაქეები ქალაქისთვის იდეებს მერიას სთავაზობენ. ამ ეტაპზე მერიის მიერ შექნილ სპეციალურ ვებ გვერდზე volis.kutaisi.gov.ge  – ზე ამ ეტაპზე 16 იდეაა შესული და ისინი ასე გამოიყურება:

” ქუთაისის” აბრის განახლება – ქუთაისის შემოსასვლელში, ზესტაფონის მხრიდან, საიდანაც უამრავი ადამიანი შემოდის ქალაქში და პირველი შთაბეჭდილება უჩნდება ჩვენი ქალაქის ვიზუალზე, ხვდება ქალაქის აბრა თავისი დასახელებით , რომელსაც ესაჭიროება რეაბილიტაცია. ასევე კარგი იქნება თუ სტუმრებს შევუქმნით კარგ განწყობას და აბრაზე დავწერთ შესაბამის სლოგანს. მაგალითად, “ქუთაისი ღიმილის ქალაქია”.

5000 – ვფიქრობ, პირველ რიგში, რაც მე ყველაზე დიდ დისკომფორტს მიქმნის ეს არის მოუწესრიგებელი სატრანსპორტო საშუალებები, სადაც არც ნორმალურად ადგილი არის, რომ დილით სამსახურში მიმავალმა ადგილი დავიკავო და კომფორტულად ვიმგზავრო. ზოგიერთ სატრანსპორტო ავტობუსში ფანჯრებიც კი არ არის, იმ მიზნით რომ კონდენცირება უნდა იყოს, მაგრამ არც კონდენცირება არის და არც ჰაერი. ძალიან კარგი იქნება თუ გასუფთავდება ავტობუსები და მარშუტები და არ ვიქნებით იძულებული  რომ ცალ ფეხზე ვიდგეთ მიმავალ მარშუტებში. გმადლობთ ყურადღებისთვის და დიდი იმედი მაქვს რომ ამ საკითხს დიდი ყურადღება მიექცევა

ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე – კარგად მოგვეხსენება, რომ ქუთაისში ბევრი ცხოველია, რომლებსაც სჭირდებათ თავშესაფარი, სადაცა მათზე იზრუნებენ. ძაღლები, რომლებიც ქუჩაში არიან სრულიად  უპტრონოდ და არ უტარდებათ ის ვაქცინაცია, რომლებიც მათ სჭირდებათ. ამ უპატრონო ძაღლებს შესაძლოა ჰქონდეთ ცოფი, რაც იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ყოველდღურად გადააადგილდებიან უქმნით საფრთხეს. დღეის მონაცემებით საშინელი მდგომარეობაა. ქუჩის ძაღლებს სასტიკად აწამებენ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენი სურვილია მუნიციპალური თავშესაფრის გაფართოება.

ველოპარკინგი – ველოპარკინგის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დამონტაჟება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების ინტეგრაციას. ასევე განტვირთავს ქალაქს საცობებისაგან და შეამცირებს გამონაბოლქვის რაოდენობას. შესაბამისად ველოპარკინგები ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდასა და ეკოლოგიური დაბინძურების შემსუბუქებას.

თავისუფალი ინტერეტი -ქალაქ ქუთაისში, მოედნის პარკში  არის თავისუფალი ინტერნეტი, რომელიც არ შეესაბამება თანამედროვე  სტანდარტებს და აქვს მუდმივი ხარვეზები. ეს ხელს უშლის, რომ საოგადოებამ ნაყოფიერად გამოიყენოს არსებული ინტერნეტი.ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოხდეს მისი გაუმჯობესება და ხარვეზების აღმოფხვრა.

ინტელექტუალური თამაში – ინტელექტუალური თამაშების ჩატარება მნიშვნელოვანია ქუთაისის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტში მცხვრები ახალგაზრდებისთვის, რათა ხელი შეეწყოს მათ გონებრივ-ინტელექტუალურ განვითარებას. ვინაიდან ქალაქი განიცდის მსგავსი პროექტების დეფიციტს, გთავაზობთ 3 ეტაპიანი თამაშის ჩატარებას. პირველ ეტაპზე გაჟღერდება პირობითად 50 შეკითხვა ზოგადი განათლების შესახებ, მეორე ეტაპზე შეკითხვები კულტურის სფეროდან, მესამე ეტაპზე სპორტის თემატიკიდან. გუნდები დაკოპლექტებული უნდა იყოს 5 კაციანი ჯგუფისაგან. საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს უნდა გადაეცეს პრიზები და სერტიფიკატები.

კინოჩვენება ღია ცის ქვეშ – ქალაქ ქუთაისში არ არსებობს ღია სივრცე, სადაც საღამოს საათებში შესაძლებელია განტვირთვა-დასვენება. ამიტომ გთავაზობთ ღია ცისქვეშ კინოჩვენებების მოწყობას, რომელსაც ექნება არამარტო რელაქსაციურ-გასართობი ფუნქცია, არამედ საშემოსავლოც (კინოჩვენების ბილეთის საფასური, პლედებისა და პუფების ქირაობა, სავაჭრო ჯიხურები).

კომპიუტერებით უზრუნველყოფილი თავისუფალი სივრცე – ქალაქ ქუთაისში ახალგაზრდებს ხშირად ესაჭიროებათ ადგილი,სადაც ისინი შეძლებენ კომპიუტერების საშუალებით ინფორმაციის მოძიებას , მეცადინეობას და თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას. ქალაქში არსებობს მსგავსი სივრცეები, თუმცა ისინი გამოიყენება გასართობად . აქენდან გამომდინარე, გვინდა , შეიქმნას ალტერნატიული სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით (კომპიუტერებითა და ინტერნეტით). ადგილი,სადაც იქნება კომფორტული გარემო.

მეტი წიგნები ქალაქში  – ქუთაისში, ცენტრალური ბაღი არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი, აქ ისვენებს, როგორც ახალგაზრდები, ისე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, შესაბამისად მათ გარკვეულ რაოდენობას სურს წაიკითხოს წიგნი და გაატაროს თავისუფალი დრო, ამიტომ საჭირო იქნება ბაღში განლაგდეს შესაბამისი სტენდები სადაც იქნება სხვადასხვა ცნობილი წიგნები და მათი მიღება ყველა მოქალაქეს შეეძლება, ამ აქტით შესაძლებელი გახდება არაფორმალური განათლების მიღება საზოგადოებისთვის და მათ ცხოვრებაში სიახლის შეტანა

მიწისზედა გადასასვლელი – ოსახლეობის უსაფრთხოების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით საჭიროა სხვადასხვა ლოკაციებზე, განსაკუთრებით ჭავჭავაძის ქუჩაზე გაკეთდება მიწისზედა გადასასვლელები, რათა თავიდან ავიცილოთ საავარიო სიტუაციები და შესაძლო მსხვერპლი.

სასმელი წყლის შადრევნები – ქალაქ ქუთაისის სკვერებსა და ბაღებში ხშირად არის სასმელი წყლის პრობლემა, რადგან უმეტეს ადგილას არ არის სასმელი წყლის შადრევნები, ხოლო სადაც არის მსგავსი მოწყობილობა საჭიროებს რეაბილიტაციას.იმისთვის ,რომ შევამციროთ დახარჯული წყალი და შადრევნიდან წყალმა არ იდინოს მთელი დღის მანძილზე,კარგი იქნება , თუ მას თან ექნება ჩამრთველ -გამომრთველი. მაგალითად, სენსორული ჩამრთველი , რომელიც რეაგირებას მოახდენს თითის შეხებაზე.

უფასო ვაიფაი ქალაქში – ქალაქში ახალგაზრდებს მაქსიმალურად ესაჭიროება ისეთი სივრცეები სადაც მარტივად შეძლებენ ინფორმაციის მიღებას, ინტერნეტი არის უმნიშვნელოვანესი რესურსი, რომლითაც ხდება სხვადასხვა ინფორმაციის მიღება და დამუშავება. თითქმის ყველა თანამედროვე ქალაქში ამ სერვისს მოსახლეობა თავისუფლად იღებს, ასევე უნდა იყოს ქუთაისშიც.

ფიზიკური აქტივობისა და რეაბილიტაციის პროექტი – ეს ინიცატივა ეხება სპორტს, ეს ინიციტივა დაეხმარება 18 წლის ზევით შშმ პირს  ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში.

ფუტკრის სახლი – ქუთაისი სხვა ქალაქებისგან განხვავებით გამოირჩევა თავის 3000 წლიანი ისტორიით დასავლეთ საქართველოში მუდამ ითვლებოდა ჩვენი ქალაქი ვაჭრობის ცენტრად ჩემი იდეაა დაავარსო ქოლ-ცენტრი სადაც დამწყები მეფუტკრეები მიღეებენ ყველა სახის იმფორმაციას მეფუტკრეობაში გაიზიარებენ ევრპის ქვეყნების გამოცდილებას საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს გავაცნო უძველესი წარმომავლობა ქართული თაფლის და სხვა პროდუქტების. საქართველო რგორც ღვინის ასევე თაფლის სამშობლოა. გააცნონ საქართელოში არსებულ უძველესი თაფლის ნაშთებს თავად დაგემოვნონ ქართული პროდუქტი და ჩაერთონ “იყიდე ქართულის ” სარეკლამო კამპანიაში ამის საფუძველზე მნიშვნელოვანია სტუდენტების და სპოცმენების ჩართულობა თაფლი, ფუტკრის რძე , ენერგიის წყაროა ხელს უწყობს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას ამისათვის საჭირიო ფართი ქალაქის ცენტრში და ქოლ ცენტრისთვის საჭრო აპარატურა …. ა.შ

ქუთაისის რკინიგზის სადგურის ახლებური ხედი – ქუთაისში, ბალახვანში 100 საფეხურიან კიბეების თავზე მდებარე,ისტორიის მახასიათებელი ,,სადგური მატარებელი,, რაც გულისხმობს სადგურის შენობის თავში და ბოლოში, ელმავლის-წამყვანი კაბინის მსგავსი ფორმის ნაწილის დამატებას, ვინაიდან სადგურის წინ დგას ცხენზე მჯდარი დავით აღმაშენებლის ქანდაკება, შესაძლებელია შემდგომში სადგურის შენობის დღეს დახურულ ნაწილზე წარმოჩნდეს ისტორიული პიროვნებების ფოტოები!

შეიცანი შენი ქალაქი – ეს ინიციატივა მიზნად ისახავს შშმ პირთა ჩართვას ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. გააცნობს ქალაქის ისტორიას და ინფრასტუკტურას

 

2019 წლის 20 სექტემბრამდე ნემისმიერ მოქალაქეს შეუძლია მერიის მიერ შექნილ სპეციალურ ვებ გვერდზე volis.kutaisi.gov.ge საკუთარი იდეა განათავსოს. მათგან მრჩეველთა საბჭო 3-ს შეარჩევს ხოლო 3-დან ერთ გამარჯვებულს თავად ქუთაისელები შეარჩევენ . გამაჯვებული იდეა 2020 წლის ბიუჯეტში ჩაისმება და დაფინანსდება. 2020 წელს ეს პროცესი სხვანაირად დაორგანიზდება.

თეგები: განვითარებაიდეაინტერნეტიინფრასტრუქტურაკინოჩვენებატრანსპორტიქუთაისიშშმ
გაზიარება535

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი

by მეგა TV
აპრილი 19, 2026
0
გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი
მთავარი

ნარიმან მაქარაშვილი(ბერი ნიკოლოზი) ფონიჭალაში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს . უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 19, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.   გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მარნეულის სოფელ ზემო სარალიდან თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული.   მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

75 წლამდე ასაკის ქალს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ავარია თელავში - მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე მოხდა.75 წლამდე ასაკის ქალი შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი ისევ გაძვირდა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

  საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს     აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 12-თეთრამდე გაძვირდა....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი
მთავარი

ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა,ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო , - ამის შესახებ ბიძინა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო კვლავ ძვირდება. ბოლო, 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 46 დოლარით გაიზარდა და 4 831 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.9%-ით...

დაწვრილებითDetails

“დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" BBC-ის რიგით მესამე საჩივრით მიმართავს. პაპუაშვილმა განმარტა საჩივრების პროცედურა, რომელიც BBC-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო. პაპუაშვილის თქმით, „აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. სამტრედიაში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. „გლოვობს ჩემი სამტრედია, გარდაიცვალა ახალგაზრდა, ალეკო ხაბეიშვილი. ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა. ნათელში იყავი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"