აბასთუმანის განახლებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით აბასთუმანში მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია და მათი პირვანდელი იერ-სახით აღდგენაა დაგეგმილი.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიას.
აღდგება 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა.
აბასტუმანში ასევე დაგეგმილია სოფელ აბასთუმანში სადგურისა და ღია ავტოსადგომის პროექტირება მშენებლობა, განცხორციელდება განაშენიანების რეგულირების გეგმა.
მოხდება ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, არაზინდოს 2.4 კმ-იანი ს/გზის რეაბილიტაცია. დასრულდება კურორტ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია I ეტაპის სამუშაოები.