ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო მასალა სკოლისა და საბავშვო ბაღის წინ ცვივა. ვიდეომასალას მომხმარებელი მაკო ტყაბლაძე თავის ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.
“პირველივე ცდაზე გადავიღე, ყველა მცდელობაზე უვარდებათ ის ფიცრები. არც გზებია გადაკეტილი. 1 კაცი დგას ქვემოთ და ყვირის არავინ მოდისო, 4 მიმართულებით ღიაა გასასვლელი გზები ნუ ხმაური რომაა და შევწუხდი ეგ სხვა თემაა” – წერს მაკო ტყაბლაძე ფეიბუკზე.
მშენებარე კორპუსი ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას პირველ შეშესახვევში სკოლის “მერმისი” მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.