ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას მაროკოდან და საქართველოდან უკრაინის ელჩების გაწვევის შესახებ
“არიან ისეთები, რომლებიც ყველასთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად და არიან ისეთებიც, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ დარჩნენ თანამდებობაზე. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, – მოძებნეთ სხვა სამუშაო.” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.