საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მოსახლეობას აღდგომას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ტრადიციების ადაპტაციას ვახდენთ ერთმანეთისა და სამედიცინო პროფესიონალების დასაცავად.
„ამ შაბათ-კვირას საქართველო აღდგომას ზეიმობს. მინდა, ყველას გისურვოთ ბედნიერი და ჯანმრთელი დღესასწაული. ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ტრადიციების ადაპტაციას ვახდენთ ერთმანეთისა და ჩვენი სამედიცინო პროფესიონალების დასაცავად. დიდი მადლობა, რომ უერთდებით ამ გლობალურ ძალისხმევას!” -აცხადებს კელი დეგნანი.