ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც სკოლა 38 წლის წინ დაამთავრეს, სკოლის ზარი კვლავ დაირეკა. წლების უნახავები დღეს კვლავ შეიკრიბნენ და სკოლის მერხებს მიუსხდნენ. იხსნებენ, რომ გამოსაშვები საღამო 81 წელს ჰქონდათ, მასინ სკოლა 100-მდე მოსწავლემ დაამთავრა. ამჯერად შეხვედრაზე 30-მდე კლასელმა მოიყარა თავი.
ეროდირებული და განსაკუთრებული ჯგუფი – ასე იხსენებს კლასის დამრიგებული სკოლადამთავრებულებს. ამბობს, რომ კლასს კიდევ ერთხელ სიამოვნებით ჩაიბარებდა. ქეთევან კაკუშაძემ ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და სია კვლავ ამოიკითხა.
შეხვედრამ შემდგომ არაფორმალურ გარემოში გადაინაცვლა იმ განწყობით, რომ ისინი ამ სკოლის კედლებში მომავალშიც შეიკრიბებიან.