რამდენიმე საათის წინ სამტრედიის ჯეოსპიტალში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი გარდაიცვალა
“ერთი კვირა სახლში მკურნალობდა, კროონავირუსი დაუდასტურდა, დამძიმებული მდგომარეობით სამტრედიის სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მედიკოსებმა მისი გამოჯანმრთლება და გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან შუახანს გადაცილებულ ქალბატონს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი და გული ნაოპერაციები. ლია ბიბილეიშვილი დღეს დილი გარდაიცვალა. ის უდიდესი დანაკლია არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის, დიდი ჯიხაიშის, არამედ მთლიანად იმ საზოგადოებისთვის, ვისაც დიდი ნიკო ნიკოლაძე უყვარს და მის განვლილ ცხოვრების გზას ეთაყვანა” – განაცხადა გურიანიუსთან სამტრეიის მუნიციპალიტეტის საკრებულსო წევრმა მამუკა ბიბილეიშვილმა.
ლია ბიბილეიშვილი დიდ ჯიხაიშში მარტო ცხოვრობდა. მან მთელი თავისი ცხოვრება ნიკო ნიკოლაძს სახლეობის მუზეუმს და დიდი ნიკოს მოღვაწეობის პოპულარიზაციას შესწირა.