LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კვების ობიექტები ქუთაისში, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

კვების ობიექტები ქუთაისში, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

დაპოსტა 2019/10/26-ში
A A
928
ნახვა
გაზიარება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესამე კვარტლის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა.

მათ შორის მოცემულია საწარმოთა ინსპექტირების შედეგები.

აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუთაისში  მდებარე ობიექტიც შეამოწმეს. რომლის ფარგლებშიც, 27 ობიექტში სხვადასხვა ტიპის კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.

იმ ობიექტებს შორის, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა, მოხვდნენ: კაფე-ბარ-რესტორნები, საცხობები, სასაკლაოები, სადისტრიბუციო კომპანია და ა.შ
“მეგა ტვ” გთავაზობთ იმ ობიექტებსა და  თითოეულში მათგანში აღმოჩენილ კრიტიკული შეუსაბამობებს:

1.შპს მუხნარი 2000 (კაფე-ბარი, რესტორანი) – იმ სათავსში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი,  აღმოჩენილია მწერები; დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს  სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, წარმოიქმნება კონდენსატი
და ბინძურდება სურსათი; სურსათთან შეხებაში მყოფი საგნები, აღჭურვილობები და
მოწყობილობები კოროზირებულია; არ სუფთავდება ის საგნები, აღჭურვილობები, მოწყობილობები და ზედაპირები, რომელიც შეხებაშია სურსათთან; წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის, მათ შორის შენახვის ეტაპებზე არ  არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი

2. შპს გოშა (ლუდის ბარი) – სამზარეულოში აღმოჩენილია მწერები

3 .შპს ფარი (აგრარული ბაზარი) – მჟავეულის სარეალიზაციო ფართის კედლები დაზიანებულია, არ ექვემდებარება დასუფთავებას და დეზინფექციას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება; ბურღულეულის(მჭადის ფქვილი) და ჩურჩხელების/ჩირეულის სარეალიზაციო ფართების ჭერი დაზიანებულია, გროვდება ჭუჭყი და ცვივა ნაწილაკები; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
სურსათის ტრანსპორტირებისა და შესანახად განკუთვნილი ჭურჭელი არ ექვემდებარება დასუფთავებას და დეზინფექციას

4. სს ქუთაისის საკონდიტრო ფაბრიკა ნუგბარი (ლუდის ბარი) – სამზარეულოში სავენტილაციო სისტემის ქოლგაზე შეინიშნება კონდენსატი და ბინძურდება მზა საკვები; სავენტილაციო არხები დაბინძურებულია; ცვივა ნაწილაკები და ბინძურდება სურსათი

5. კულინარი (ნახევარფაბრიკატების წარმოება) – საწარმოში აღმოჩენილია მწერები; ხორცის დასამუშავებელ ოთახში კედლის ნაწილი არ ექვემდებარება დასუფთავებას და დეზინფექციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება;
მაცივრების ჭერზე დაგროვილია დიდი რაოდენობით კონდენსატი; სურსათისათვის განკუთვნილი ზოგიერთი ჭურჭელი დაზიანებულია;
ხორცის ფარშის მოსარევად გამოიყენება არასასურსათო დანიშნულების აპარატი; სურსათის შესაფუთად გამოიყენება მეორადი ყუთები

6. შპს “ქაშერი” (ცხოველთა სასაკლაო) – დარღვეულია სურსათის წარმოება/გადამუშავების, შენახვის ტექნოლოგიური
პროცესის ნაკადურობა; არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ზედაპირების
დასუფთავება და საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც
შეხებაშია სურსათთან; წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის, მათ შორის შენახვის ეტაპებზე არ
არის დაცული სათანადო ტემპერატურა; გადასაზიდი საშუალებებს (ტრანსპორტი)
რომლებსაც შეხება აქვს სურსათთან, არ უტარდება დასუფთავება ან/და დეზინფექცია

7. შპს ნიკორა 2015 (ცხოველთა სასაკლაო) – დარღვეულია სურსათის(საქონლის ხორცის) წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა

8. ირაკლი ლევიძე (სასადილო) – სამზარეულოს კედლები, სავენტილაციო სისტემა დაფარულია კონდენსატით; ცვივა ნაწილაკები; არ სუფთავდება რეგულარულად ის საგნები, რომელიც შეხებაშია სურსათთან

9. ზაზა მარდალეიშვილი (ხორცის რეალიზაცია) – კამერა მაცივარში წარმოიქმნება კონდენსატი, რაც იწვევს სურსათის დაბინძურებას; არ არის დაცული სურსათის შენახვისა და გადამუშავების ტემპერატურული რეჟიმი

10. მიხეილ ფოცხვერაშვილი (კაფე-ბარი, რესტორანი) – იმ სათავსში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები; დაზიანებულია კედელი, რომელიც არ სუფთავდება

11. მაკა სილაგაძე (კაფე-ბარი, რესტორანი) – სამზარეულოში აღმოჩენილია მწერები; დაზიანებულია ჭერი და ცვივა ნაწილაკები, რაც ქმნის სურსათის დაბინძურების რისკს; გამწოვი ქოლგებზე დაგროვილია დიდი რაოდენობის კონდენსატი

12. ბუკა 2007 (პურის საცხობი, თონე) – არ ტარდება სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოები; აღმოჩენილია დიდი რაოდენობით მწერი,

13. ლაშა გენელიძე (ხორცის რეალიზაცია) – ხორცის შესანახი მაცივრის ჭერზე წარმოიქმნება კონდენსატი, რაც აბინძურებს სურსათს; არ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები; კოროზირებულია სურსათთან შეხებაში მყოფი საგნები

14. ქუთათური (ცხოველთა სასაკლაო) – მზა პროდუქციის ოთახ-მაცივრის ჭერზე წარმოიქმნება კონდენსატი, რაც იწვევს სურსათის დაბინძურებას; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი

15. შ.პ.ს. ასტერი (კაფე-ბარი, რესტორანი) – კამერა მაცივარში შეინიშნება კონდენსატი; დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი

16. აქ-ჩევ (კაფე-ბარი, რესტორანი) – სათავსში არის ანტისანიტარია – აღმოჩენილია მწერები; არ სუფთავდება ის საგნები, რომლებიც შეხებაშია სურსათთან; სავენტილაციო მილი დაფარულია კონტენსატით

17. შპს ბებერი მუხები  (კაფე-ბარი, რესტორანი) – იმ სათავსში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი,
აღმოჩენილია მწერები; არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ზედაპირების
დასუფთავება და საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც
შეხებაშია სურსათთან; კოროზირებულია ინვენტარი

18. თინათინი ჩხობაძე (კაფე-ბარი, რესტორანი) – გაზქურის თავზე მდებარე სავენტილაციო ქოლგა დაფარულია დიდი რაოდენობით კონდენსატით და ბინძურდება სურსათი

19. ვეფხვია გვენეტაძე (კაფე-ბარი, რესტორანი) – კამერა მაცივარი და გამწოვი სისტემა დაფარულია კონდენსატით

20. გელა დოგუზოვი (კაფე-ბარი, რესტორანი) – კამერა-მაცივრის იატაკი დაზიანებულია და არ იძლევა რეცხვა-დეზინფიცირების საშუალებას; აგრეგატი დაფარულია კონდენსატით; ტაფები სათანადოდ არ სუფთავდება; კოროზირებულია ხორცის საკიდი კაუჭები

21. შპს მზიური (სადისტრიბუციო კომპანია) – სასაწყობე ფართში აღმოჩენილია მავნებლები; შენობაში არის ანტისანიტარია; არ არის დაცული სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.

22. რამაზი შვანგირაძე (კაფე-ბარი, რესტორანი) – დარღვეულია სურსათის გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა

23. შ.პ.ს. კო-მა (კაფე-ბარი, რესტორანი) – ანტისანიტარია სამზარეულოში; სავენტილაციო სისტემის ქოლგები დაფარულია კონდენსატით და ხდება სურსათის დაბინძურება; დაზიანებული კედლებიდან ცვივა ნაწილაკები და ბინძურდება სურსათი

24. ,,ლაკოსტა” (კაფე-ბარი, რესტორანი) – სამზარეულოს სექციებსა და ხორცის დასამუშავებელ ოთახში აღმოჩენილია მწერები; გამწოვ მოწყობილობებზე დაგროვილია კონდენსატი, რაც ქმნის გაზქურაზე მოსამზადებლად განთავსებული სურსათის დაბინძურების რისკს; დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი

25. შპს სანაპირი +4 (კაფე-ბარი, რესტორანი) – სამზარეულოსა და მაცივარ ოთახში დაფიქსირდა დიდი რაოდენობით მწერი; სავენტილაციო სისტემის ქოლგები და კამერა-მაცივარი დაფარულია დიდი რაოდენობით კონდენსატით, რაც იწვევს სურსათის დაბინძურებას; დაზიანებული ჭერიდან ცვივა ნაწილაკები

26. ამირანი ბანძელაძე (საცხობი) – საცხობი არ არის უზრუნველყოფილი წყლით; საწარმოში აღმოჩენილია მწერები, ბიზნესოპერატორი არ ატარებს სადეზინსექციო სამუშაოებს; სავენტილაციო სისტემა დაფარულია კონდენსატით, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება; ცომის დასამუშავებელი მაგიდის ზედაპირები დაზიანებულია

27. შპს ლიზი (პურის საცხობი, თონე) – ანტისანიტარია, არ ტარდება დეზინფექცია; დაზიანებული ჭერიდან ცვივა ნაწილაკები; კოროზირებულია პურის საცხობი ფორმები

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

გაზიარება413

დაკავშირებული -პოსტები

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი – როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ მახათაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოში ხელის ამპუტაციით შეიყვანეს....

დაწვრილებითDetails

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება
მთავარი

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი - ერთი საქართველო“ აგრძელებს მოსახელობასთან შეხვედრებს რეგიონებში. 26-28 ივლისს კამპანიის ჯგუფი მიდის იმერეთში. ვიზიტის მთავარი მიზანია მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი პრობლემების, საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა, ასევე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ყოფილ ,,ქორწინების სახლთან" მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ მსუბუქად დაშავდა სკუტერის მძღოლი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და...

დაწვრილებითDetails

სანქციებულია „ინტერ რაო” – რა ელის „თელასსა“ და „თელმიკოს“

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
ეკონომიკა

"ინტერ რაოს" სანქცირების შემდეგ ექსპერტები ენერგოკომპანიების - თელასის და თელმიკოს გადარჩენის გზებს ეძებენ. მასალას ,,ტვ პირველი" აქვეყნებს. ექსპერტების შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა საბანკო ოპერაციები, კომპანიის სამომავლო მფლობელობა და ქვეყნის რეპუტაციული...

დაწვრილებითDetails

ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის...

დაწვრილებითDetails

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ,,მეგობრებო ჩვენი ძმა და მეგობარი გოგი აბაშიძე ოთხშაბათს დილით 7 საათზე გავიდა მიცკევიჩიდან სათევზაოდ სანაპიროსკენ. ძირითადად ჩადიოდა საქართველოს ბანკის წინ. ვგულისხმობ სადაც არის ცენტრალური ოფისი. ტელეფონი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"