ლევან იზოტიას თანამდებონიდან წასვლს პოსტვ-ის ეთერიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით,გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერში მიიღეს და მის ძმასთან კავშირში არაა.
იზორიას განცხადებით, იგი გერმანიაში ელჩად ინიშნება და ეს პროცედურები უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, გერმანიაში თებერვალში ჩავა.
როგორც გაირკვა, დაზვერვის სამსახურიდან წასვლაზე განცხადება 23 იანვარს დაწერა.
რაც შეეხება გერმანიასთან მის კავშირს, აქ იგი, 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირები აქვს, რადგან სწორედ გერმანიაში მიიღო მაგისტრის ხარისხი და შემდეგ აგრძელებდა მუშაობას.
“ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევა და პატივია”, – განაცხადა იზორიამ მისი ელჩად წარდგენის გამო.