ხონში, ლომინასა და კინჩხას ჩანჩქერებთან ახლოს ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. როგორც ცნობილია გარდაცვლილი, ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა.
როგორც ცნობილია, 35 წლის ავთო კულუმბეგოვი გერმანიიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, ის ტურისტული ადგილის მოსანახულებლად მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია ისინი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ამინდის გაუარესების გამო კი გზის ფეხით გაგრძელება მოუხდათ. ახალგაზრდა მამაკაცს ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა. მისი ცხედარი გუშინ გვიან ადგილობრივებმა იპოვეს.