წყალტუბოში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა 18 წლის აპოლონ ფანცხავაა, რომელიც მე-9 სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას შემდეგ კი, რაც თურქეთიდან ქუთაისში დაბრუნებულმა დედამ, ხათუნა სანიკიანმა შვილის ამბავი შეიტყო, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე 9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და შვილის მსგავსად დაასრულა სიცოცხლე. გარდაცვალემბამდე ცოტა ხნით ადრე, მან მაზლის ცოლს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა – “მე ვერ გავუგე ჩემს შვილს და მეც ისევე დავასრულებ სიცოცხლეს, როგორც მან დაასრულა”.
როგორც წუხელ “მეგა ტვ”-თან საუბრისას გარდაცვლილი ბიჭის ბიძამ როინ ფანცხავამ განაცხადა დედა-შვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მისივე თქმით მიუხედავად იმისა რომ აპოლონი კარგი მოსწავლე იყო და წყალტუბოს #1 საჯარო სკოლაში სწავლობდა, ის ბოლო რამდენიმე თვე დეპრესიული გახდა და არავისთან კონტაქტობდა. დედა ხათუნა სანიკიანი კი პერიოდულად სამუშაოდ თურქეთში დადიოდა. მას საქართველოში ჩამოსვლამდე 2 კვირა ჰქონდა დარჩენილი. თუმცა როდესაც შვილის ამბავი შეატყობინეს და უთხრეს რომ, თითქოს ის რეანიმაციაში იმყოფებოდა საქართველოში დაბრუნდა. ხათუნა სანიკიანს წყალტუბოში ელოდნენ, მაგრამ ის ქუთაისში ჩამოვიდა, სადაც შვილის გარდაცვალების ამბავი შემთხვევით შეიტყო, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ფოტოზე ხათუნა სანიკიანი თავის შვილთან აპოლონ ფანცხავასთან ერთადაა გადაღებული.