დღეს ქუთაისის მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქართველი რეჟისორისა და ოპერატორის, ვასილ ამაშუკელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 139 წელი გავიდა.
შეკრებილმა საზოგადოებამ დღეს, პატივი მიაგო პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორს და ისაუბრეს ღვაწლზე, რომელიც მან კონოს განვითარებისთვის გაწია.
მის შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912), რომელიც ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია.
ვასილ ამაშუკელის მოგონებები, მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებთან ერთად, დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა
თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა - ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, 43 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა,...










