დღეს ქუთაისის მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქართველი რეჟისორისა და ოპერატორის, ვასილ ამაშუკელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 139 წელი გავიდა.
შეკრებილმა საზოგადოებამ დღეს, პატივი მიაგო პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორს და ისაუბრეს ღვაწლზე, რომელიც მან კონოს განვითარებისთვის გაწია.
მის შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912), რომელიც ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია.
ვასილ ამაშუკელის მოგონებები, მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებთან ერთად, დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში.
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა და ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კრემლმა ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შესახებ ვლადიმერ პუტინის განკარგულება გამოაქვეყნა....









