LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა შემთხვევაში ვერ განქორწინდება ცოლ-ქმარი

დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება – ახალი კანონპროექტი

დაპოსტა 2026/06/08-ში
A A
144
ნახვა
გაზიარება

შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით.

სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ვადით ორიდან ათ წლამდე ან ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.

უწყების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში მთელ რიგ საკითხებთან ერთად, საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება. განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე − საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე. ამასთან, დასახელებული ბინადრობის ნებართვის გაცემამდე შემოწმდება ქორწინების ნამდვილობა და ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით.

საკანონმდებლო ცვლილებებით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება.

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ცვლილებები ხორციელდება სასამართლო სამართალწარმოების ნაწილში – კერძოდ, მცირდება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, დგინდება საქმის განხილვის შემჭიდროებული ვადები და რიგ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

“წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, იუსტიციის სამინისტროსთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით მომზადდა, პასუხობს თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო ეფექტიან, გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემის ჩამოყალიბებას”, – ვკითხულობთ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება58

დაკავშირებული -პოსტები

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
მთავარი

მდინარე ქსანში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი გუგა გურგენიშვილია. ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელებს. შემთხვევა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს, გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი სოფელში სტუმრად იყო ჩასული. "საუკეთესო ბიჭო როგორ უნდა გაგიშვათ, ერთადერთო საუკეთესო...

დაწვრილებითDetails

მდინარეში ოც წლამდე ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა
მთავარი

კასპში, მდინარე ქსანში ოც წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრმა ორმოა.   არსებული ცნობებით, ახალგაზრდა სოფელში...

დაწვრილებითDetails

ავარია სამტრედიაში მსხვერპლით დასრულდა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ავარია სამტრედიაში მსხვერპლით დასრულდა
მთავარი

სამტრედიაში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეასკდა - არის მსხვერპლი ​სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეასკდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ​შინაგან საქმეთა სამინისტრომ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ეგვიპტის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა
მთავარი

ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა - ინფორმაციას ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა ავრცელებს. ,, საამაყო წარმატება სპორტულ აკრობატიკაში! სიხარულითა და დიდი სიამაყით გვინდა მივულოცოთ ჩვენი სკოლის VIII ბ...

დაწვრილებითDetails

აფთიაქებისა და მაღაზიების ძარცვა – დაკავებულია 5 არასრულწლოვანი

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს.   დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...

დაწვრილებითDetails

ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში – რა მდგომარეობაა ადგილზე

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მთავარი

თემ­ქა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს” სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა ცე­ცხლის გავ­რცე­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე მოხ­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 23 წლის ბიჭი დაღუპა – რას ყვება დედა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ქუთაისში 23 წლის ბიჭი დაღუპა – რას ყვება დედა
მთავარი

ტრაგედიით დასრულებული შვებულება საქართველოში: რატომ გარდაიცვალა 23 წლის კრის­ტი­ნა სტა­ნი­ე­ნე თა­ვის 23 წლის შვილ­თან, კრის­ტუ­პას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კვი­რით და­სას­ვე­ნებ­ლად და ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ემ­გზავ­რა. თუმ­ცა, მოგ­ზა­უ­რო­ბის მე­ო­რე დღეს­ვე ახალ­გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს პეტრე-პავლობა აღინიშნება

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
დღეიდან, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო – რა უნდა იცოდეს, ვინც მარხვას აპირებს
მთავარი

12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.   თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის (ავლაბარში მდებარე) ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და...

დაწვრილებითDetails

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა – ევაკუირებულია მოსახლეობა

by მეგა TV
ივლისი 12, 2026
0
ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა – ევაკუირებულია მოსახლეობა
მთავარი

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა თელავის ხევმა კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი მთლიანად დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები, დაზიანებულია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"