გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო. პოლიტიკოსის მეგობრის, ლევან ჟღენტის თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა წულაიამ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მიმართა. პოლიტიკოსის განმარტებით, მას აღნიშნული ქალი მიუგზავნეს და პროვოკაციას წამოეგო.
“ბატონმა გოგიმ შიმშილობა დაიწყო, მას სურს მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ბოდიში მაგრამ ქუთაისიდან თბილისში სამი დღე, რომ წაყვა რა ეგონა, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?!”-განაცხადა წულაიას მეგობარმა, ლევან ჟღენტმა.
გოგი წულაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. პოლიტიკოსი ჯერჯერობით დაკითხული არ არის, ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. გოგი წულაიას ალკოტესტი გუშინ, 17 მარტს ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.
გოგი წულაიას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაია, გუშინ, 17 მარტს დააკავეს.