„ახალი პოლიტიკური ცენტრის -გირჩის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი მერიას სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ადამინებისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს. ცამციშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს მონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების ამსახველი ვიდეო მასალა გააცნო, რომელშიც ქუთაისში უსახლაკროდ დარჩენილი და სოცაილურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობაა ასახული . ცამციშვილი მერიას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს . პირველ ეტაპზე კი ალტერნატივად კარვების გაშლას სთვაზობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს არ აკაეთებენ, თუმცა პრესსამსახურის თქმით 2016 წლის ბიუჯეტში სოციალური საცხოვრისის პროექტისათვის 1 მილიონი ლარია ჩადებული, რის შედეგადაც პირველ ეტაპზე 40-მდე უსახლკარო ოჯახის ფართით დაკმაყოფილება მოხდება.
ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი
მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...









