26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. დეტალურ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს:
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ქუთაისში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება:
09:00 –18:00 სთ. თავდაცვის ძალების სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა – ფალიაშვილის ქუჩა;
10:30 სთ.- საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლის შემკობა;
ცენტრალური მოედანი და ბულვარი :
11:00 -18:00 სთ. – საბავშვო აქტივობები;
11:00 -18:00 სთ. – მინი გოლფი , შაში, ბოულინგი; 3D მოდელირების ვორქშოფი; Snap circuits და lego spike ვორქშოპი, პრაქტიკული ტესტირება; დრონების ვორქშოპი; სათვალეების ვორქშოპი; პრაქტიკული ჩვენება; სკანირების ვორქშოპი; ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოპი; პრაქტიკული ტესტირება;
11:00 -16:00 სთ. – მოსიარულე ორკესტრი , ოჩოები;
12:00 – 15:00 სთ. – ექსპერიმენტები;
13:00 – 15:30 სთ. – თეატრი;
14:00 – 22:00 სთ. – კვების ზონა და ბარი;
17:00 სთ. – პერფორმანსი;
17:10 სთ. – საქართველოს ჰიმნი, ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდის შესრულებით;
19:00 სთ. – გალა კონცერტი, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი -დავით მაზანაშვილი, ბენდთან ერთად; წამყვანი – მსახიობი სალომე შარვაძე.
მონაწილეები: აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, ტრიო „აპრილია“, „ჯორჯიან სიქსი“, ჯგუფი „გუფილენდი“.