„ახალი პოლიტიკური ცენტრის -გირჩის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი მერიას სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ადამინებისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს. ცამციშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს მონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების ამსახველი ვიდეო მასალა გააცნო, რომელშიც ქუთაისში უსახლაკროდ დარჩენილი და სოცაილურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობაა ასახული . ცამციშვილი მერიას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს . პირველ ეტაპზე კი ალტერნატივად კარვების გაშლას სთვაზობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს არ აკაეთებენ, თუმცა პრესსამსახურის თქმით 2016 წლის ბიუჯეტში სოციალური საცხოვრისის პროექტისათვის 1 მილიონი ლარია ჩადებული, რის შედეგადაც პირველ ეტაპზე 40-მდე უსახლკარო ოჯახის ფართით დაკმაყოფილება მოხდება.
15 -16 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სრულად შეიზღუდება მოძრაობა
მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაგეგმილია პირველკურსელთა მიღების მასშტაბური ღონისძიება. ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით,...









