LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი გახარია – არჩევნები იქნება კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული, რათა მთელს მსოფლიოს დავანახოთ პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო წლებში გამოიარა

გიორგი გახარია – არჩევნები იქნება კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული, რათა მთელს მსოფლიოს დავანახოთ პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო წლებში გამოიარა

დაპოსტა 2020/08/19-ში
A A
189
ნახვა
გაზიარება

არჩევნები იქნება კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული, რათა მთელს მსოფლიოს დავანახოთ ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში გამოიარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბოლნისში გოგი მეშველიანის წარდგენაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ობიექტურმა ადამიანმა იცის, რამდენად ჰუმანური გახდა სახელმწიფო სისტემა 2012 წლის შემდეგ.

„დღეს, დიდი პატივია საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი, უძველესი სოფლიდან, სულხან-საბას სახლ-მუზეუმიდან ვისაუბროთ ქვეყნის მომავალზე, რამეთუ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაც იყო წარსულში, მაგრამ წარსული არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს და წარსულის გასახსენებლად ჩვენ ბევრი მიზეზი გვაქვს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ ის, რომ დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა და ჩვენ, მას, რა თქმა უნდა, პატივი უნდა მივაგოთ და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობა არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ მსგავსმა დიდმა ქართველებმა არ გაწირონ სიცოცხლე საქართველოს ერთიანობის აღსადგენად, ეს უნდა იყოს ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი.

რა თქმა უნდა, ქვეყნის ერთიანობა შესაძლებელია აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის შედეგად და ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. რა თქმა უნდა, ამ მიზნის ცენტრში ყოველთვის უნდა იყოს ადამიანი. კახიმ გაიხსენა ახლა ჩვენი წარსული 2012 წლამდე და ყველა ობიექტურმა ადამიანმა იცის, რამდენად ჰუმანური გახდა სახელმწიფო სისტემა ამ წლების შედეგად. ეს ყელაფერი არ იყო შემთხვევითი. ეს ყველაფერი იყო იმ დემოკრატიული რეფორმების შედეგები, რომლებიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, დაწყებული პენიტენციური სისტემიდან, დამთავრებული სამართალდამცავი სისტემით, საპარლამენტო ცვლილებებით და ა.შ.

ამ ყველაფერმა ჩვენ შედეგად მოგვიტანა ბევრად უფრო ჰუმანური და რაც მთავარია, სამართლიანი ქვეყანა და სახელმწიფო. ჩვენს ქვეყანას კიდევ ბევრი შრომა სჭირდება. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ განათლების სისტემა და ეს რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, შემდეგი წლების განმავლობაში იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი და დღეს ეს სისტემა არის მიმართული მომავლისკენ. ჩვენს შვილებს, როდესაც ბოლნისში მიიღებენ განათლებას, ჩავლენ თბილისში ან მოუწევთ თავიანთ უცხოელ თანატოლებთან კონკურენცია, უნდა ჰქონდეთ თავიანთი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა.

ჩვენი მოხუცების, ხალხის, რომელიც წლების განმავლობაში შრომობდა ამ ქვეყნისთვის, მოხუცებულობა და პენსია უნდა იყოს ღირსეული. ჩვენ ყველას უნდა შეგვეძლოს სამართლიან პირობებში, კონკურენტულ გარემოში ღირსეულად ვიშრომოთ და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ეს ის საქართველოა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ, ეს ის საქართველოა, რომელიც უნდა იყოს ბევრად უფრო სამართლიანი, ჰუმანური, ღირსეული, მაგრამ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეფექტიანიც. როდესაც ვსაუბრობთ ეფექტიანობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ჩვენს თავს, სახელმწიფო მანქანას და სახელმწიფო ინფრასტრუქტურას. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი შრომა იყო გაწეული და ბევრი ფინანსური ინვესტიცია იყო ჩადებული მაგალითად გზების ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა, მაგრამ როგორც ვიცი ზაფხულში მაინც გარკვეული პრობლემები არის წყლის დებეტთან და 24-საათიან მომარაგებასთან დაკავშირებით. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ყველანი ობიექტურად როცა ვაფასებთ ვხედავთ, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი კარგი საქმეა ქვეყნისთვის დაწყებული და ეს ყველაფერი ერთად უნდა დავამთავროთ.

ყველა ვხედავთ და აშკარაა, რომ ჩვენი დღევანდელობა ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინდელი დღე და ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო უკეთესი. არჩევანი აქ მარტივია, ჩვენ დეტალურად ვიცით, რა სჭირდება ამ ქვეყანას და რა არის გასაკეთებელი“,- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ბოლნისის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძლიერი რეგიონების გარეშე ძლიერი ქვეყანა ვერ იარსებებს.

გიორგი გახარიას თქმით, ეს არჩევნები იქნება დაგვირგვინება იმ პროგრესისა და წარმატებებისა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.

„ჩვენ დეტალურად ვიცით, რა სჭირდება ამ ქვეყანას და რა არის გასაკეთებელი. გვაქვს კონკრეტული გეგმა. არავინ იცის ჩვენზე უკეთესად, სად, რომელ სოფელში რა არის გასაკეთებელი. სად გზა არის აღსადგენი, სად – სკოლა, ან საბავშვო ბაღია საჭირო. ამიტომ ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად უნდა გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა. რაც მთავარია – ჩვენ ქვეყანაში უნდა შევინარჩუნოთ ყველაზე მნიშვნელოვანი – სამართლიანობის ეგრძნება. სამართლიანობა არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს აძლევს ძალას, წყნარ, მშვიდ გარემოში მოახდინოს მომავალი თაობის და საკუთარი თავის რეალიზება იმისთვის, რომ გააძლიეროს ოჯახი და ქვეყანა.

ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ძლიერი რეგიონების გარეშე ძლიერი ქვეყანა ვერ იარსებებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტი არის ბოლნისი, თავისი რესურსებით, სოფლის მეურნეობით, ისტორიული პოტენციალით, ადამიანებით, თავისი მრავალფეროვნებით და მრავალეთნიკურობითაც. ამ მრავალფეროვნებაშია ჩვენი სიძლიერე, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, საიდან ვართ, საიდან მოვდივართ, რა ტრადიციების შვილები ვართ და ზუსტად უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და რა გეგმა გვაქვს. მერწმუნეთ, ჩვენ ეს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად და ზუსტად ვიცით. მერწმუნეთ, რომ გამოცდილებაც გვყოფნის და ქვეყნისთვის შრომის თავდადებაც. ასეთი ადამიანია გოგი მეშველიანი – ჩვენი გუნდის წევრი, უაღრესად პატიოსანი კაცი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე ბევრად უკეთ იცნობთ. ეს კაცი იქნება ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

დღეს ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ არჩევნებს ვატარებთ ცოტა განსხვავებულად, სხვა საარჩევნო სისტემით, მაგრამ ჩვენი არჩევნები იქნება კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული, რათა მთელს მსოფლიოს დავანახოთ ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში გამოიარა. ეს არჩევნები იქნება დაგვირგვინება იმ პროგრესისა და წარმატებებისა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია და რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი გამარჯვების არჩევნები, რაც მთავარია სამართლიან ორთაბრძოლაში გამარჯვების და ყველაზე დიდი წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ, ბოლნისელებო!“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება77

დაკავშირებული -პოსტები

სამსახურში არ გამოცხადდა – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იტალიაში გარდაცვლილი კაცის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
იტალიაში ახალგაზრდა ქართველი კაცი გარდაიცვალა
მთავარი

იტალიის ქალაქ ნეაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი, ვანო ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, რომ ელოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია და ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიაში...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს ყველა ქრისტიანმა უნდა წარმოთქვას

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია უვერცხლო მკურნალებისა და სასწაულმოქმედების, კოზმას და დამიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე წელიწადში რამდენჯერმე, რამდენიმე წყვილი წმინდანის სახით იხსენიება.   1 (14) ივლისს - რომაელ უვერცხლოებს,   1...

დაწვრილებითDetails

ყვავილები, სანთლები, სათამაშოები – მოქალაქეები ტრაგიკული ავარიის ადგილას შეიკრიბნენ

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ყვავილები, სანთლები, სათამაშოები – მოქალაქეები ტრაგიკული ავარიის ადგილას შეიკრიბნენ
მთავარი

გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ ტრაგედია დატრიალდა, ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილისთვის პატივის მისაგებად, ადგილზე ყვავილებით, სათამაშოებით მიდიან და სანთლებს ანთებენ. ცნობისთვის, გუშინ, გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. "14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ბრიუსელში, ლიფტში რამდენიმე ადამიანის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ტრაგედია ბრიუსელში, ლიფტში რამდენიმე ადამიანის ცხედარი იპოვეს
მთავარი

ბრიუსელისცენ­ტრში, მშე­ნე­ბა­რე ცა­თამბჯენ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ტრა­გე­დია სამ­შა­ბათს, Oxy tower-ის შე­ნო­ბა­ში მოხ­და, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი მო­ედ­ნი­დან, გრანდ-პლა­სი­დან, სულ რა­ღაც 500 მეტრში მდე­ბა­რე­ობს.   ხან­ძრის...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო ვლაქერნობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.   „15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს.   ამ დღესთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

20 მილიონიანი უნიკალური საათი, რომლის მფლობელიც ქართველი აღმოჩნდა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
20 მილიონიანი უნიკალური საათი, რომლის მფლობელიც ქართველი აღმოჩნდა
მთავარი

ბოლო დღე­ებ­ში სა­ა­თე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ სა­ი­დუმ­ლოს აე­ხა­და ფარ­და - წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და კი­თხვა - ვინ გახ­და Jacob & Co-ს ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი, $20,000,000-ად შე­ფა­სე­ბუ­ლი შე­დევ­რის მფლო­ბე­ლი? მისი მფლო­ბე­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ცნობილია, რომ შემთხვევა ანგისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზის ბალონი...

დაწვრილებითDetails

სამი გრან-პრი და სამი პირველი პრემია – ქუთაისელი მუსიკოსების წარმატება საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
სამი გრან-პრი და სამი პირველი პრემია – ქუთაისელი მუსიკოსების წარმატება საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”
კულტურა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა . ბორჯომის კლასიკური მუსიკის XV საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”. მოსწავლეებმა სამი გრან-პრი, სამი პირველი პრემია, სამი მეორე პრემია და სამი...

დაწვრილებითDetails

მე-9 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
10-მდე ახალგაზრდა დიღმის მასივში ერთმანეთს დაუპირისპირდა_სისხლიანი გარჩევა თბილისში
მთავარი

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, მე-9 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "საშნელება მოხდა, წუხელ გვიან ღამით, გოგონა სტუმრად იმყოფებოდა," - წერენ სოციალურ ქსელში.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"