ქუთააისში, კინო საქართველოსათან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ველოსიპედს მართავდა თავს კარგად გრძნობს.
ავტომობილის მძღოლს კი, რომელიც ველოსიპედით მოსიარულე პირს დაეჯახა დააჯარიმებენ.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც შსს-ში აცხადებენ დაწყებულია ადმინისტრაციულ საქმეთ წარმოება 125 მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმის სახით, 50 ლარით.