LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი – გურამ მაჭარაშვილი ნათია მეზვრიშვილზე

“არავის ეპატიება განცხადება, რომელიც საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოა “- გურამ მაჭარაშვილი თინა ხიდაშელის განცხადებაზე

დაპოსტა 2026/03/06-ში
A A
31
ნახვა
გაზიარება

არავის ეპატიება ასეთი ტიპის განცხადება, რომელიც შენი ქვეყნის საწინააღმდეგოა და მით უმეტეს, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყავი, ხელისუფლებაში იყავი, პარლამენტის წევრი იყავი, თანამდებობები გეკავა და საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის თინა ხიდაშელის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

მისი თქმით, „სამწუხარო მოცემულობაა , როცა უცხოური ძალის გარდა, საქართველოში არსებობენ მენტალურად ანტიქართულად მოაზროვნე ადამიანები.”

„ესენი არიან ეს ე.წ. NGO-ს ვითომ ლიდერები, მერე პოლიტიკური პარტიის ვითომ ლიდერები და ა.შ. ამაზე მეტი გაცხადებული უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა რა შეიძლება იყოს, რომ შენს მოწინააღმდეგეს ეუბნები, „აი საქართველოს ეს წერტილები აქვს სუსტი”. მოგონილია, მაგრამ მაინც ეუბნები, რომ აქ არის შავი ხვრელები, აქ არის ამერიკის ვითომ გასაღიზიანებლად ირანული მიმდინარეობა და ა.შ.

ყველა ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ სხვა ქვეყნის ინფორმაციას ფლობდეს და მის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ როცა შენს ქვეყანას მტრობ იმით, რომ პირდაპირ, საჯაროდ ეუბნები შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რაც უნდა გააკეთო ბუნებრივია, რომ აქ უკვე დადასტურებულად არის ამ ადამიანების უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა.

არავის არ ეპატიება ასეთი ტიპის განცხადება, რომელიც შენი ქვეყნის საწინააღმდეგოა და მით უმეტეს, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყავი, ხელისუფლებაში იყავი, პარლამენტის წევრი იყავი, თანამდებობები გეკავა და საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ. შენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ და ახლა წარმოადგენ უცხო ქვეყანას. თან საჯაროდ ეუბნები და აცხადებ, რომ აი, საქართველოში არის ისეთი პროცესები, რომელიც საჭიროებს, რომ დაარტყას მათ შორის შეერთებულმა შტატებმა. აი ეს არის მათი მენტალობა პირდაპირი გაგებით, რომ ოღონდ თვითონ რამენაირად დაიკმაყოფილონ ის ბოღმა, რაც აქვთ, რომ ხალხი მხარს არ უჭერს და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა საქართველოში”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც გენერალ მაიორის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებას შეეხებოდა.

მისი თქმით, პრობლემა ის არის, რომ ეს ხალხი მენტალურად არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი.

„როდესაც ვსაუბრობთ 1921 წლის თებერვალზე და ვსაუბრობთ, რომ ზოგიერთმა ქართველმაც კი ხელი შეუწყო ამ ჯარების შემოსვლას საქართველოში, დღეს რა ხდება განსხვავებული? რით განსხვავდება მაგალითად ის ქართველი, რომელიც შემოუძღვა საბჭოთა ჯარს 1921 წელს საქართველოში, დღევანდელი იმ ქართველებისგან, რომლებიც დიდი სიამოვნებით შემოუძღვებოდნენ უცხო ქვეყნის ჯარს და ბომბებსაც კი.

მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სამხედრო გენერალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას პირდაპირ დიდი სიამოვნებით მოუძღვება უცხო ქვეყნის ჯარებით.

პრობლემა თან ის არის, რომ ეს ხალხი მენტალურად არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი. არა მარტო იმით, რომ თვითონ უნდათ ხელისუფლებაში მოვიდნენ უცხო ძალის მეშვეობით, არამედ მენტალურად მართლა ფიქრობენ, რომ ეს არის დასაშვები, რომ სხვა ქვეყნის ბომბებს მოუძღვე შენს ქვეყანაში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გენერალ-მაიორმა, ვახტანგ კაპანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ “უშვებს შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს – საქართველოშია აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე”

კაპანაძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ირანის დარტყმის ობიექტი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთიც გახდეს, რადგან ეს ნავთობსადენის ყველაზე დაუცველი მონაკვეთია.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შუქი გაეთიშებათ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მთავარი

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს...

დაწვრილებითDetails

ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მყოფ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა მცირედით კვლავ მოიტანა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 792 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.49%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 20, 2026
0
წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირები სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდნენ. "სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სუს-ში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

დაწვრილებითDetails

8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

8 წლის ნიტას წინ აქვს ძალიან რთული ოპერაცია ბრონქისა და ფილტვის ქირურგიული ჩარევა . - მშობლები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ ეს ნიტაა 8 წლის, უკვე ყველა იცნობთ თავისი ისტორიით.ნიტას წინ...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის. „ცოტა ხნის წინ...

დაწვრილებითDetails

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"