LIVE TV
შაბათი, იანვარი 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ამათმა რომ შეხედეს, ქვეყანაში პროცესების გაჯანსაღება მიდის, „მესიჯი“ დაალაგეს, რომ ვიღაცებს იტაცებენ – ეს არის სიგიჟე”- მამუკა მდინარაძე

დაპოსტა 2025/06/10-ში
54
ნახვა
გაზიარება

[ოპოზიციაში] საერთო „მესიჯი“ დალაგდა, რომ ვიღაცებს იტაცებენ, კადიროველები არიანო – ვიღაც კოტიკო [კოტე იოსელიანი] გაუტაცებიათ – ერთ დღეს შეურაცხყოფა მიუყენებია, მეორე დღეს გაიტაცეს, თითი არ დაადეს და მესამე დღეს ცოლი გამოვიდა და ჩემი ქმარი გაიტაცესო – ეს არის სიგიჟეები, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გატაცებები 2012 წლის მერე დამთავრდა და არცერთი შემთხვევა აღარ მომხდარა.

„[ოპოზიციაში] საერთო „მესიჯი“ დალაგდა, რომ ვიღაცებს იტაცებენ, კადიროველები არიანო. ჩვენ ვსაუბრობთ გაჯანსაღებაზე, დამოუკიდებლობის, სამართალდამცავების მუშაობის სტილის ხარისხის აწევაზე. უკვე დავდევთ დაბურულ მინებს, „ბასლეინში“ რომ არავინ გადავიდეს – ასეთ დეტალებში ჩავდივართ და ამათმა შეხედეს, რომ ქვეყანაში პროცესების კიდევ უფრო მეტი გაჯანსაღება მიდის და დაალაგეს, რომ ვიღაცებს იტაცებენ, ვიღაცა გამოდის საზიზღრობებს ლაპარაკობს და მეორე დღეს გამოდის და ამბობს ბოდიშს იმისთვის, რომ საზიზღრობა ილაპარაკა და მესამე დღეს კიდევ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ ეს იმიტომ თქვა, რომ გაიტაცესო. ამ მახინჯი პიარის დალაგება მიდის…

გატაცებები 2012 წლის მერე დამთავრდა, არცერთი შემთხვევა აღარ მომხდარა და “გატაცება” გვესმის დღეში 10-ჯერ. ვიღაც კოტიკო [კოტე იოსელიანი] გაუტაცებიათ – ერთ დღეს შეურაცხყოფა მიუყენებია, მეორე დღეს გაიტაცეს, თითი არ დაადეს და მესამე დღეს ცოლი გამოვიდა და ჩემი ქმარი გაიტაცესო – ეს არის სიგიჟეები.”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, რომელშიც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე რვა საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი “მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში”. ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

“ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ’ – აიათოლა ალი

იანვარი 17, 2026
15
მთავარი

ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. „ირანის წინააღმდეგ ბოლო ამბოხება იმით იყო განსხვავებული, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი...

დაწვრილებითDetails

საჭიროა მისი დროულად გადაყვანა – პატარა სანდროს დახმარება სჭირდება

იანვარი 17, 2026
19
მთავარი

ძვირფასო ადამიანებო, უმეტესობამ იცით ჩემი სანდროს მდგომარეობა და გართულებები ქართველი ექიმების დაუდევრობისა და შეცდომების გამო.. ის უკვე მესამე წელია იბრძვის გამოჯანმრთელებისთვის.. სანდროს კვლავ ესაჭიროება მნიშვნელოვანი პროცედურები და სამწუხაროდ ამჟამინდელი მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

საქმიანობა ხორციელდებოდა დამოუკიდებლად – შპს „დაცვის კომპანია ალგანი“

იანვარი 17, 2026
49
მთავარი

შპს „დაცვის კომპანია ალგანი“ კატეგორიულად უარყოფს კომპანიის კავშირს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილ უკანონო ქმედებებთან… აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, კომპანიის...

დაწვრილებითDetails

12250 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

იანვარი 17, 2026
690
მთავარი

ნაძალადევის რაიონში, გაზსადენის დაზიანების გამო, 12250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაზმომარაგების აღდგენა 12:00 სთ-დან დაიწყება და დასრულდება 21:00 სთ-მდე. კომპანია...

დაწვრილებითDetails

გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

იანვარი 17, 2026
12
epa08444565 A man holds small Georgian national flags while marking the 102th anniversary of the Georgian Independence in Tbilisi, Georgia, 26 May 2020. The Act of Independence of Georgia was adopted on 26 May 1918.  EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE
მთავარი

2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსით (Global Peace Index-GPI) საქართველო კვლავ „საშუალო“ დონის ქვეყნების სიაშია, ხოლო სამხრეთ კავკასიის მეზობლებს შორის ბოლო ადგილზეა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ბოლო რეიტინგში...

დაწვრილებითDetails

“კრიმინალურ ბანდას გამოააშკარავებთ და სხვის გიგას გადაარჩენთ!”- გარდაცვლილი მასწავლების დედა

იანვარი 17, 2026
60
მთავარი

გარდაცვლილი მასწავლების დედა  მიმართვას ავრცელებს: "წუხანდელი ვიდეოსთვის ბოდიშს გიხდით ყველას. ვიცი, ემოციურად ძალიან გტვირთავთ, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევაჩერეთ...... მადლობა, რომ ბრძოლაში მეხმარებით! თქვენი თითოეული ლაიქი და კომენტარი მაძლიერებს და მტრის...

დაწვრილებითDetails

რატომ არის საშიში ვაშლის კურკის გადაყლაპვა – რას ამბობს ექიმი

იანვარი 17, 2026
28
მთავარი

გადაცემაში "ექიმები" ასახელებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც, სასარგებლოა, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ისინი შესაძლოა, საფრთხესაც კი შეიცავდნენ: ,,ვაშლი - ვაშლის კურკასთავისებურ გემოს ციანიდი აძლევს. ეს არის მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც გარკვეული დოზის...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ 16 პირს ბრალდება წარუდგინა

იანვარი 17, 2026
11
მთავარი

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 16 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც საბერძნეთში შშმ პირებს ძარცვავდა

იანვარი 17, 2026
26
მთავარი

საბერძნეთში დააკავეს 45 წლის ქართველი ქალი, რომელიც თავს ოჯახში დამხმარედ ასაღებდა და ხანდაზმულებსა და შშმ პირებს ძარცვავდა. გამოძიების ინფორმაციით, მან 20 000 ევროზე მეტი თანხა მიითვისა. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ იგი...

დაწვრილებითDetails

„ფორტუნა მათ მხარეს გადადის…“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დიდი წარმატება ელოდებათ

იანვარი 17, 2026
19
მთავარი

ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, 2026 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის რთული პერიოდი სრულდება და ფორტუნა მათ მხარეს გადადის. თხის რქა თქვენი შრომა დაფასდება. გაგიჩნდებათ ახალი ენერგია და ენთუზიაზმი. სამსახურებრივი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».