ფონიჭალაში, არასრულწლოვნის სავარაუდო ნიშნობის ფაქტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახალხო დამცველი საბინა ალიევა საქართველოს სახალხო დამცველს სთხოვს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მომხდარი ფაქტი დაუყონებლივ გამოიძიონ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ის ასევე ითხოვს, რომ საკითხის სერიოზულობიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოებმა მცირეწლოვანთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ზომები მიიღონ.
ფონიჭალაში მომხდარ, არასრულწლოვანის სავარაუდო ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის. 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ, ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. შსს-მ გამოძიება 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.