მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ხმის ჩამწერმა კომპანიამ, Warner Music Group-მა, ლეგენდარული მუსიკოსის, დევიდ ბოუის სიმღერების სრული კატალოგი შეიძინა. მის საკუთრებაშია არტისტის 26 სტუდიურ ალბომში შესული სიმღერები და მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ გამოსული ალბომის, Toy-ის სიმღერები.
ტაბლოიდების ცნობით, დევიდ ბოუის ოჯახის წევრებმა 250 მილიონი დოლარი მიიღეს.









