ჭდე: ოკუპაცია

,,საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს ვეღარ დაესხმება”-ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციისა და პრესის ე.წ სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციისა და პრესის ე.წ სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი მარია კოტაევა ე.წ საზღვარზე შექმნილ სიტუაციას ბრიფინგთ გამოეხმაურა და მოსახლეობაში ...

ცხინვალის მხარის პირველი კომენტარი ქართული მხარის მიერ ულტიმატუმის არ შესრულების შემდეგ

  “სამხრეთ ოსური მხარის წინადადებით პარასკევს გაიმართება ტექნიკური შეხვედრა რაიონში, სადაც ქართულმა პოლიციამ უკანონო პოსტი აღმართა”, – განაცხადა  ცხინვალის წარმომადგენელმა ...

,,ქართული პოსტის გაუქმების საკითხი არც კი განიხილება”-საქართველოს პასუხი სეპარატისტული ოსების ულტიმატუმზე

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის გაუქმება არც კი განიხილება. ამის შესახებ ლაშა დარსალიამ ...

,,ესკალაციის შემთხვევაში ამას ეყოლება ერთადერთი პასუხისმგებელი –  რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი” ლაშა დარსალია

“ვითარება არის საკმაოდ რთული, ამიტომ ჩმუდმივ 24 საათიან რეჟიმში ვართ კონტაქტზე ვართ ჩვენს ჩვენს პარტნიორებთან. გუშინ შევკრიბეთ საერთაშორისი საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი, რომელიც ...

ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი

დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო ოკუპაცია, ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში, დევნილთა დასახლებაში განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, ამას შემდეგ მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელმაც კიდევ უფრო გაამყარა ოკუპაციის ფესვები საქართველოში.  “დღეს 11 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ეს არის უზარმაზარი ტკივილი და მოუშუშებელი იარა თითოეული ჩვენგანისთვის და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ერთსულოვნება, თანმიმდევრული პოლიტიკა, იმ სამშვიდობო ინიციატივებისრეალიზაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ყველაზე მთავარ მიზნამდე, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  პრემიერი ცხინვალიდან დევნილი ვეტერანის, სერგო ქესანაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნა, რომ დევნილების ბინებით უზრუნველყოფა მთავრობისთვის პრიორიტეტია.  მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ვეტერანთა მხარდაჭერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სახელმწიფო სწორედ ასეთ ხალხზე დგას.  მთავრობის მეთაური დევნილებს ასევე ესაუბრა ახალი ბინების მსენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დაჩქარებული ტემპებით გაგრძელდება.  გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში 480 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. “ამ დასახლების ბმშენებლობა დაიწყო ორი წლის წინ. დევნილებისთვის ბინების გადაცემა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. წელს და მომავალ წელს 2000-ზე მეტ დევნილს გადაეცემა ბინა. ამ დასახლებაში ძირითადად ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. სადაც ისინი ორი წლის წინ ცხოვრობდნენ, იქ მართლაც გაუსაძლისი პირობები იყო. ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას გორის ამ ნაწილში. არსებობს საბავშვო ბაღის პრობლემა, უკვე ჩავსვით ბიუჯეტში დამომავალ წელს აქ აშენდება საბავშვო ბაღი. ასევე არის   პრობლემა, რომელიც უკავშირდება დასაქმებას. ჩვენ გვაქვს პირობა მიცემული ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვარებთ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

“არა ბიჭოს მოსკოვს დევეკითხებოდი”-ქუთაისში რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტეს

"წლებია ქუთაისის მოსახლეობა ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ვთხოვთ ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ კიდევ აქ დგას. შეიმკო კოხტად, "არა ბიჭოს მოსკოვს დევეკითხებოდი" ...

მიხეილ სააკაშვილი გია ვოლსკის ბრალდებას პასუხობს

„ვოლსკი არის ძალიან დიდი ხნის აგენტი რუსეთი КГБ-სი. ეს ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი. ის არის პირდაპირი აგენტი რუსული სპეცსამსახურების.. მაგრამ ...

ისტორიული ძეგლები, რომლებიც ოკუპირებულია (ფოტო)

საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ორივე ომის შედეგად 1990 და 2008 წელს კულტურული მემკვიდრეობა დაინგრა და დაზინდა. სტრატეგიული ობიექტების გარდა რუსეთის მიერ ...

“მათი გაღიმებული სახეები მაშინვე ყინულად იქცევა და კერპები ხდებიან, თუკი რუსულად ჰკითხე რაღაც”

"მათი გაღიმებული სახეები მაშინვე ყინულად იქცევა და კერპები ხდებიან, თუკი რუსულად ჰკითხე რაღაც" - ამის შესახებ ჟურნალისტი გურანდა ცაგურია თავის ...

Page 6 of 6 1 5 6

კატეგორიები