ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 21 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა.
„COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: Bolero & Co (შპს კ და ქართული სპირტი), 200 ათასი ლარი; ევორდ ჰოლდინგი * AWARD Holding, 100 ათასი ლარი; ნობლექსი, 50 ათასი ლარი; სადაზღვევო კომპანია პრაიმი, 20 ათასი ლარი; ტიფლის პიაცა, 20 ათასი ლარი; ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მითანა“, 20 ათასი ლარი; ბიპი ტრეიდი, 15 ათასი ლარი; საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაცია, 10 ათასი ლარი;შპს „ულტრა“, 10 ათასი ლარი; ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმო, 5 ათასი ლარი; შპს “რეალექსპერტი”, 5 ათასი ლარი.
ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.
ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund
მადლობა ერთიანობისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.