
6 „გრემის“ მფლობელმა ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Red Hot Chili Peppers მსოფლიო ტურნე დააანონსა. ტურნე 2022 წლის ივნისში დაიწყება. ცნობისთვის, ეს მათი პირველი საკონცერტო ტური იქნება მას შემდეგ, რაც კოლექტივის შემადგენლობაში გიტარისტი ჯონ ფრუშანტე დაბრუნდა. Red Hot Chili Peppers 1983 წელს ჩამოყალიბდა ლოს- ანჯელესში.









