PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი წერს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ამ დრომდე უცნობია, რა სტრატეგიით უნდა მოიხსნას ტენტის ქვეშ თუნუქის დროებითი გადახურვა, კრამიტის ფენილი, კირდუღაბი და გაიწმინდოს სახურავის სივრცე შემავსებელი მასალებისგან.
უცნობია, სამუშაოების დაწყების დრო და გრაფიკი.
ჯერ დროებითი გადახურვის პროექტის მეორე ფაზა არც კი დასრულებულა.
დარჩენილ სეგმენტებს მოგვიანებით შევფუთავთ, ჯერ ადაპტაცია უნდა გაიაროსო.
ვერანაირ ადაპტაციას ვერ გაივლის!
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა და ღიობების დაფარვის შემთხვევაში მიკროკლიმატის ცვლილების უკვე არსებულ რისკებს კიდევ უფრო გაზრდის.
ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს, რადგან ცხელ ამინდებში სათბურის ეფექტი ხანგრძლივ ვადაში ქვაზე მიკრობზარების გამომწვევია!
ამას გვასაღებენ უნიკალირ პროექტად, რასაც 5 წელი მოანდომეს” – წერს თორნიკე ბარათაშვილი.










