იენს სტოლტენბერგმა 2024 წელს NATO-ს მიერ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევა და საზენიტო ფარის გაძლიერება დააანონსა. ნატოს წევრმა ქვეყნებმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ კიევისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც უკრაინისთვის 2024 წელს „მილიარდობით ევროს დამატებითი შესაძლებლობების“ გამოყოფას გულისხმობს.
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. ...










