“საქართველოს ჰქონდა მკაფიო დაპირება, რომ NATO-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ როდესაც ნატოში გაწევრების მოწადინე ქვეყნები თავიანთ მიდგომებსა და გეზს ცვლიან… როდესაც შიდაპოლიტიკური ცვლილებები იწვევს დანარჩენი წევრების უნდობლობას, როდესაც მათ აღარ სჯერათ, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია, ამას რა თქმა უნდა, მოჰყვება შედეგები. NATO-ს არ სჩვევია ზეწოლა, ის ძალით არავის მიათრევს ალიანსში. NATO-ს მიდგომა ასეთია – რასაც ვხედავთ კიდეც უკრაინასთან მიმართებაში – არსებობს სტანდარტები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ, ამის შემდეგ კი ალიანსი იმსჯელებს, და კონსენსუსზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას. და რაც შეეხება საქართველოს NATO-ში გაწევრებას, ვფიქრობ, სტანდარტებსაც რომ აკმაყოფილებდეთ, ეს მაინც რთული გამოწვევა იქნებოდა, როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე თავად საქართველოსთვის” – ამბობს NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე და ამჟამად უკრაინაში NATO-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პატრიკ ტერნერი.
გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....










